საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:49

კვარაცხელია-პატრიოტებს: იქნებ ჯობდეს ამ ორმაგი თამაშის რეჟიმიდან გამოსულიყავით?როდესაც პუტინი ხვდება, რომ მას ვიღაც ატყუებს, მას აქვს ძალიან საშინელი რეაქცია

17-10-09 00:12:51 | Print

ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ ინაშვილ-მოურავის „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი ტელევიზიდან ჩასცა პოლიტიკური ლახვარი .
კვარაცხელია პატრიოტებს გაუგებარი პოლიტიკური ფორმატის გამო ორმაგი თამაშის რეჟიმიდან გამოვსლას ურჩევს, „ ეს დიდი სახელმწიფოებია, ვაგლახად მათ გაცურებას და მათ მოტყუებას ვერავინ შეძლებს, ეს ამაოდ მცდელობა იქნება. როდესაც ვლადიმერ პუტინი ხვდება, რომ მას ვიღაც ატყუებს, მას აქვს ძალიან საშინელი რეაქცია, უმძიმესი და უმწვავესი რეაქცია , “- აცხადებს ჟურნალისტი.
-„ მე გამოჩნდა კითხვები "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებით, მაშინვე, როდესაც ისინი პირველად ჩავიდნენ მოსკოვში, შეხვდენენ დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარეს კალაშნიკოვს და წამოაყენეს „საქართველო ნატო-რუსეთის“ მკვდარი პოლიტიკური იდეა .
ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რას ნიშნვას ნატო, საქართველო და რუსეთი ერთად, ერთ ფორმატში მოქცეული.
რუსეთს და ნატოს, თუ ერთ ფორმატში მოქცევა უნდათ , მათ აქვთ ასეთი ფორმატიც და ამისი განხორციელების შესაძლებლობაც ქართველების დახმარების გარეშე.
რუსეთიდან დაბრუნებული ფრქაცია პატრიოტების თავმჯდომარე ლომია, აშშ-ში გაემგზავრა ამერიკელ სენატორების თუ კონგრესმენებისთვის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ არიან პრორუსული პარტია .

ქ, თავისთავად იბადება შეკითხვა, თუ მათ უნდათ, რომ ამერიკელებს დაუდასტურონ, რომ რუსული თუ პრო -რუსული პარტია არ არიან, ამ ამერიკული ვოიაჟის შემდეგ,რომელსაც ისინი იქ მართავენ, როგორ დაუდასტურებენ რუსებს იგივეს, რომ ისინი პროამერიკული პარტია არ არიან?

 -  " როგორც არ უნდა მოიქცეთ თქვენ ერთი და იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ხომ არ გამოვა ისე, რომ ბოლოსდაბოლოს შეიძლება თქვენდამი ნდობა დაკარგონ ამერიკელებმაც და ეს ნდობა ვერ დაიმსახუროთ რუსეთშიც?

იმიტომ, რომ ეს დიდი სახელმწიფოებია, იქ დიდი პოლიტიკა იხარშება და ვაგლახად მათ გაცურებას და მათ მოტყუებას ვერავინ შეძლებს, ეს ამაოდ მცდელობა იქნება.
ან ამერიკელები მოტყუვდენიან ასე ვაგლახად?
როდესაც ვლადიმერ პუტინი ხვდება, რომ მას ვიღაც ატყუებს, მას აქვს ძალიან საშინელი რეაქცია, უმძიმესი და უმწვავესი რეაქცია .
იქნებ ჯობდეს ამ ორმაგი თამაშის რეჟიმიდან გამოვსულიყავით?
არამარტო თქვენთვის სასიკეთოდ, პარტიისთვის სასიკეთოდ, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთოდ.
იქნებ, დადგა დრო, ვეძებოდ არა ჩემთვის ძნელად გასაგები „საქართველო -ნატო -რუსეთის „ ფორმატი, არამედ პირდაპირ და გადაჭრით ვთქვათ, რომ გზა, რომელსაც ჩევნ ვადექთით მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში აღმოჩნდა ჩვენთვის დამანგრეველი, დამღუპველი გზა და ეს გზა უნდა შევცვალოთ რადიკალური შემობრუნებით. იქნებ, ჩვენ, რუსეთთან სამხედრო- სტრატეგიული პარტნიორობა გვჭირდება დღეს და არავითარი აშშ, ნატო არავითარი ევროკავშირი“.

 

Rate this item
(0 votes)
Read 3386 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო