საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:19

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გადავაქციოთ ჩუღურეთი სიცოცხლით სავსე ქალაქის გამორჩეულ რაიონად!

17-10-04 09:09:10 | Print

რიმა ბერაძე უკვე სამი წელია თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონს წარმოადგენს და ფრაქცია „ქართულ ოცნება“-ს ხელმძღანელობს.

აღნიშნავს, რომ გუნდურობის პრინციპით მუშაობენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შეთანხმებულად იღებენ. ამბობს, რომ მისი პოლიტიკური

პარტნიორები მის მეგობრებად მალევე იქცნენ. მასზე მართლაც საუბრობენ, რომ კომუნიკაციის კარგი უნარის წყალობით, ადვილად ამყარებს ახალ

ურთიერთობებს. თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ რიმა ბერაძე მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ის

ჩუღურეთის რაიონში გამარჯვებისთვის უკვე მეორედ იბრძოლებს.

საკრებულოში იცნობენ, როგორც ძლიერ ქალს, რომელიც ჩუღურეთელების პრობლემების გადასაწყვეტად „რკინის ქალამნებით“ სხვადასხვა

სახელმწიფო უწყებებში დაიარება, მანამდე, სანამ საკითხს მოქალაქის სასარგებლოდ არ გადაწყვეტს.

 

მოარული ხმების გადასამოწმებლად რიმა ბერაძე ინტერვიუზე დავითანხმეთ და საარჩევნო შტაბში ვეწვიეთ.

 

ქალბატონო რიმა თქვენს შესახებ მოგვიყევით, საუბრობენ, რომ უშრეტი ენერგიის პატრონი ხართ და ბევრ ახალგაზრდას თქვენი ენერგიის  თეთრი

შურით შურს ...

(იცინის). მე ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. გურული ქალი გახლავართ და თუ გნებავთ ჩემი ეს ხასიათი კუთხურ სისხარტეს მიაწერეთ.

გურულები სწრაფი და მშრომელი ხალხი ვართ.

-წილად მხვდა ბედნიერება და მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ოთხი და და ერთი ძმა საკმაოდ ხელმომჭირნედ გავიზარდეთ. თუმცა, მშობლები

ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანს კარგი განათლება მიგვეღო. ჩვენს ოჯახში ბავშვების განათლება ყოველთვის უპირველესი იყო.

ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული ოჯახი გვქონდა, ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით.

სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სწავლა დედაქალაქში განვაგრძე. პროფესიით ეკონომისტი ვარ, რაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება

ნამდვილად არ ყოფილა. პატარა ასაკში გეოლოგობაზე ვოცნებობდი (ალბათ, ამის გამოძახილია ჩემი დიდი სიყვარული მიწისა და მცენარეების

მიმართ). მოზარდის ასაკიდან კი, ინტერესი მუდამ პოლიტიკური ცხოვრებისკენ მქონდა. ჩვენი თაობა იმ ეპოქის ხალხი ვართ, სადაც თითქოს

თავისთავად ერთვებოდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ან როგორ შეიძლებოდა ასეთ დროს ჩირგვებში დამალულიყავი და არ შეერთებოდი

პროტესტს და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

როგორც ვიცით, თბილისში გადმოსვლამდე ოზურგეთში დიდი პარტიული თანამდებობები გეკავათ ...

ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ როცა სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის გოგონას, ოზურგეთის რაიოკომის მდივნობა

შემომთავაზეს სახტად დავრჩი. ბევრი ვიფიქრე და ამ შეთავაზებაზე უარი არ მითქვამს. რადგან მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს

თანამდებობა იძლეოდა შესაძლებლობას ჩემს ხალხზე მეზრუნა და ამ შეთავაზებას დავთანხმდი. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი მიზანი იყო

სიკეთე მომეტანა ჩემი ხალხისთვის. ვფიქრობ, ხალხის სამსახურში ყოფნა და მათზე ზრუნვა ვერასოდეს ჩაითვლება დასაძრახად, რომელ ეპოქაშიც არ

უნდა იყო და რა მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს შენი კონკრეტული თანამდებობა.

 

როგორც ვხედავთ, პოლიტიკური მოღვაწეობა ოზურგეთიდან დაიწყეთ. თბილისში როდის დაბრუნდით?

ფაქტობრივად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოღვაწეობა არც არასოდეს შემიწყვიტავს. 90 - იან წლებში ომის პერიოდშიც, ვაკეთებდი იმას რაც

შემეძლო. „თეთრი მანდილის“ მოძრაობიდან მშვიდობისთვის ვიბრძოდით. მალევე ოჯახი შევქმენი და უკვე 25 წელზე მეტია თბილისში ვცხოვრობ.

ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სა და „მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილებაში, შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც

პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს და იქიდან დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი. ჩემს მეუღლეს, მერაბ სიორიძეს, იმ

დროს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და მე და ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილი, ქეთევან

სიორიძე, სრულიად მარტო დავრჩით - სამსახურისა და სარჩო-საბადებლის გარეშე.  მქონდა გაუსაძლისი პროტესტისა და უსამართლობის განცდა.

ჩვენი სხვა მოქალაქეების მსგავსად, პროტესტს მეც ქუჩაში გამოვხატავდი.  ვარ ყველა საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც იმ პერიოდში იმართებოდა. 

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, მე მის გვერდით დავდექი.  მას შემდეგ, ამ გუნდის წევრი

ვარ და მეამაყება, რომ წარმოვადგენ ჰუმანურ, პროგრესულ და ადამიანურ ღირებულებზე ორიენტირებულ ძალას. მეამაყება, რომ ჩემმა გუნდმა ნდობა

გამომიცხადა და მეორედ დამასახელა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად.

 

საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევით. როგორ უთავსებს მას ოჯახურ საქმეებს? როგორია რიმა ბერაძე დიასახლისის ამპლუაში?

ქალები ძლიერები ვართ. ჩვენ შეგვიძლია თანაბრად წარმატებულნი ვიყოთ როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. მთავარი

მონდომებაა, ასეთი ქალების რესურსი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ძალიან ვცდილობ თავისუფალი დრო, რომელიც ბოლო პერიოდია სულ უფრო ცოტა მრჩება, ოჯახურ გარემოში გავატარო. ვცხოვრობ სხვა ქალებივით,

ჩვეულებრივად. სახლში მისული ვაწესრიგებ გარემოს, ვუვლი ეზოს, ვამზადებ სადილს მეორე დღისთვის. ამ ყველაფრის შეთავსება პოლიტიკურ

საქმიანობასთან ადვილი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების გვერდში დგომა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს

გვერდითაა. საოჯახო საქმეებში ქალიშვილი მეხმარება, მეუღლე მოთმინებით უდგება ჩემს მუდმივად გადატვირთულ გრაფიკს (იღიმის). ჩემმა

ქალიშვილმა წელს გამოთქვა კატეგორიული სურვილი ჩართულიყო ჩემს საარჩევნო კამპანიაში და, ჩემგან დამოუკიდებლად, „მეგობართა ჯგუფში“

ჩაეწერა. დადის კარდაკარ და მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატს აცნობს. ოჯახის წევრების ეს  მხარდაჭერა მაძლიერებს, ამის გარეშე ჩემი

წარმატება უფრო რთული იქნებოდა და იქნებ შეუძლებელიც ყოფილიყო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ჩუღურეთის რაიონთან დაკავშირებით? არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი მუშაობის სტრატეგია,

რას ჰპირდებით თქვენს ამომრჩეველს?

ჩუღურეთის რაიონში უკვე 25 წელიწადია ვცხოვრობ და მასთან დაკავშირებით მუდამ სუბიექტური განცდა მაქვს, რაზეც ჩემი თანაგუნდელები სულ

მეხუმრებიან. ამ რაიონისადმი ჩემი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, სულ მგონია, რომ მიუხედავად სიძველისა, ამ რაიონში ყველაზე ლამაზი

შენობა-ნაგებობებია, რომ ეროვნული უმცირესობების სიმრავლიდან გამომდინარე,  ყველაზე ტოლერანტული ხალხი ჩვენთან ცხოვრობს და თითქოს

ყველაზე მეტი მზრუნველობა ჩემს რაიონს სჭირდება (იცინის). ასე ვუდგები საკითხს _ მინდა ყველაფერი გავაკეთო თბილისის ამ უძველესი

რაიონისთვის ახალი სიცოცხლის შესაძენად.

გასულ სამ წალიწადში ბევრ რამეს მივაღწიეთ. მოვაწესრიგეთ ინფრაქტრუქტურა, გავამაგრეთ სახლები, „ახალი ტფილისი“-ს წყალობით, აღმაშენებელი

ტურისტებისა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის საყვარელ ადგილად ვაქციეთ, ავაშენეთ საბავშვო ბაღი... ამ პროექტებით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ იმით,

რომ გუნდთან ერთად შევძელი რაიონში არსებული მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ამას ვაპირებ მომავალშიც. ახალ სამაჟორიტარო პერიოდისთვის

უფრო შორსმიმავალი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ უფრო მეტი შენობის გამაგრებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, სკოლისა და

ბაღების მშენებლობას, სარეკრეაციო სივრცეების შექმნა და რაც მთავარია ვგეგმავთ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას. ეს უკანასკნელი რამდენიმე

თაობის ჩუღურეთელის ოცნება იყო და ჩვენ მას მალე  ავასრულებთ.

სოციალური პრობლემებზე მუშაობა ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტი იქნება. ვაპირებ პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობა და ვიყო „ხიდი“

მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, ვიყო მათი „ხმა“ ხელისუფლებაში, დავიცვა მათი ინტერესები და მოვაგვარო მათი პრობლემები.

 

ჩუღურეთელების ნდობით აღჭურვილი, დაუღალავი მუშაობითა და ხალხისადმი ერთგულებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გადავაქციოთ

ჩუღურეთი სიცოცხლით სავსე ქალაქის გამორჩეულ რაიონად!

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 2030 times