საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:40

პოსტსაბჭოთა ქვეყნების არმიების მოკლე დახასიათება

17-09-30 17:38:15 | Print

მსოფლიოს უდიდესი სამხედრო მონსტრის, საბჭოეთის დაშლის შემდგომ მის შეიარაღებაში არსებული სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი რუსეთის , ნაწილი შეთანხმების ძალით მოკავშირე რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების მფლობელობაში გადავიდა.
ახლადგამომცხვარმა და სამხედრო წარსულის,გამოცდილების არ მქონე ქვეყნებმა ნებისთ თუ უნებლიეთ არსენალის დიდი ნაწილი გაყიდა, გაანიავა, ნაწილი ჯართად ჩააბრა...
ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, 37.000-იანი არმია საერთოდაც არ სჭირდება , ან ვის უნდა ეომო - თურქეთს, რომლის არმია შეიარაღებაზე რომ არაფერი ვთქვათ 596 .130-ია, თუ რუსეთს მილიონიანი არმიით?იქნებ, ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ ძალით რაიმეს დაიბრუნებს? 
2006 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები 11 ათასით გაიზარდა „NATO”-ს სტანდარტების შესაბამისად, თუმც არ ანაღვლებს ხელისუფლებას წყალში გადაყრილი მილიონები .
მოკლედ თვალი შევავლოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების (უკაცრავად მთავარსარდალთან, არ მოსწონს ეს ტერმინი, თუმც წარსულს ვერსად გაექცევი ) არმიების შეიარაღებას.

1. რუსეთი
არმიის საშტატო რიცხოვნობა -1 მილიონი,
მუდმივად მწყობრში ყავს-750.000 ჯარისკაცი და ოფიცერი,
ტანკების საერთო რაოდენობით 2,5 -ჯერ უსწრებს აშშ-ს რაოდენობას.
აქვს 600-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული მატარებელი , რომელთაც 2.700 ბირთვული დარტმის შესრულება შეუძლიათ.

2. ბელორუსია - 60.000 მოსამსახურე, საიდანაც მეოთხედი სამოქალაქო პერსონალია და 10.000 კონტრაქტით მოსამსახურე.
ყავს 1500- ტანკი,(95% - "Т-72". ),
350-საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, («Бук» и «Оса»),
140- ავიაგამანადგურებელი,
4 -სატრანსპორტო "Ил-76",
ათეულობით ჩეხური სასწავლო "L-39",
50- Ми-24 В,
160- Ми-8,
16- სადაზვერვო ვერტმფრენი Ми-24.
3. ყაზახეთი- 70.000 მოსამსახურის შესანახად წელიწადში ხარჯავს 1,5 მილიარდ $,
ყავს 2,2 ათასი БТР,
980-ტანკი,
280-თვითმფირინავი და ვერტმფრენი,
4.უკრაინა- რუსეთის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი არმია, 100.000 სამხედრო მოსამსახურით.
სსრკ-ს დაშლის შემდგომ უკრაინას ერგო:
6.500- ტანკი,
7.000 ბრონემანქანა,
7.200- საარტ.სისტემა,
1.100- თვითმფრინავი, აქედან 44 სტარტეგიული ბომბმადმშენი Ту-95МС და Ту-160,
1.000- ბირთვული ქობინი,
176- კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა,
137- საზღვაო ხომალდი,
ამერიკელების ზეწოლით:
1990 -იან წლებში რუსებს გადასცეს მთელი ბირთვული არსენალი,
1998 წელს მოახდინეს სტრატეგიული ბომბდამშენების უტილიზაცია!
ფრეგატები «Николаев» и «Днепропетровск» ჯართში ჩააბარეს,
კატერი «Конотоп», საქართველოს აჩუქეს,
ფრეგატი «Севастополь» თურქებს აჩუქეს, (სავარჯიშოდ სამიზნესთვის),
ავიამზიდი «Варяг» ჩინელებს მიყიდეს მცურავი კაზინოსათვის და ა.შ.
დღეს უკრაინას შემორჩა:
- 650 ტანკი,
-130 გამანადგურებელი,
-ერთი ფრეგატი,
-7 კორვეტი,
- 12 «Точка-У»
5. უზბეკეთი- 60.000 სამხედრო მოსამსახურეზე ხარჯავს იმდენივეს, რამდენსაც ყაზახეთი-1,5-1,7 მილიარდ $,
ყავს 420- ტანკი,
715- БТР და БМП,
166 -თვითმფრინავი , აქედან 69 გამანადგურებელი,
143 საარტილერიო САУ,
109 -სარეკეტო ზალპური სისტემა,
6. ყირგიზეთის არმია- 16.500 მოსამსახურე,ბიუჯეტი-240 მლნ$,
150-ტანკი,
438 - БТР и БМП,
21 РСЗО,
6- თვითმფრინავი, (4 სატრანსპორტო და 2- ვერტმფრენი)
7.ტაჯიკეთი- 6.000 მოსამსახურეზე ხარჯავს 75 მილიონ $
37-ტანკი,
46 БТР და БМП,
25-თვითმფრინავი და არც ერთი გამანადგურებელი,
20- ვერტმფრენი.
8.თურქმენეთი- 22 ათასი მოსამსახურე, სამხედრო ბიუჯეტი-200 მილიონი $,
712-ტანკი,
1941 БТР და БМП,
9. აზერბაიჯანი- 67.000 სამხედრო მოსამსახურე, (აქედან 8.000 საზღვაო ძალები და 2.000 საჰაერო ძალები)
450- ტანკი,
750- ბრონეტრანსპორტიორი,
70 ახალი БТР-80А,
600- ბრონეავტომობილი,
100 თურქული „კობრა“,
100 ბრიტანული სადაზვერვო ლანდ როვერი,
ფრეგატი- «Гусар»,
16 მოიერიშე МиГ-29 და МиГ-29УБ, და 14 მოძველებული Су-25, სულ 30,
2010-2014 წლებში რუსეთისგან შეიძინა 100 ტანკი Т-90С,
100 БМП-3,
300 ПЗРК «Игла-С» 1500 რაკეტით,
60 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-17 და 24 საბრძოლო Ми-35М.
10. სომხეთი -70.000 მოსამსახურე.
13 მოიერიშე Су-25, ერთი МиГ-25,
2ერთეული-Су-24
35 ვერტმფრენი,
400- ტანკი Т-72,
1 ც- Т-90С
500 ББМ, (БМП-2 და БТР-80),
12 - ვერტმფრენი Ми-24,
12-С-300ПС,
ყველაფერ ამას ემატება რუსეთის 102-ე ბაზა გიუმრიში- 5.000 მოსამსახურით,
11. საქართველო- 37.000 სამხედრო მოსამსახურით,
2006 წელს მომსახაურეთა რაოდენობა 26 000-დან გაიზარდა -28.000 -მდე,
2007 წელს 28.000 დან გაიზარდა -32 .000 -მდე,
2008 წლის 15 ივლისიდან -37 ათასამდე.
შეიარაღებაშია - 100 ერთეული ტანკი T-72Б/SIM1,( ყავდა 247 )
71 ერთეული- БМП-1 და БМП-2,
19 ერთეული БТР-80,
65 თურქული ბრონეტრანსპორტიორი EJDER,
10 ამერიკული Cougar,
30 ერთეული- დიდგორი 1,
3 ერთეული- Су-25 2017 წლის 2 მარტს მოხსნილია აღრიცხვიდან, თავდაპირველად ყავდა -12 ერთეული ,
2 ვერტმფრენი Ми-24П,
12 ვერტმფრენი Ми-8Т,
5 ვერტმფრენი - UH-1H

 

Rate this item
(0 votes)
Read 198 times