საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:42

არ მინდა, ”პატრიოტთა ალიანსი” გამოჩნდეს ისე, რომ ტყუილად დადის მოსკოვში

17-09-26 14:09:04 | Print

 ”პატრიოტთა ალიანსის” , კერძო ვიზიტები მოსკოვში მისასალმებელია, მაგრამ უშედეგო იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

არეშიძეს წარმოდგენა არა აქვს რა ახალ ეტაპზე გადავიდა ”პატრიოტთა ალიანსის” დილოგი მოსკოვში და რატომ მიდიან დეპუტატები მეორედ.

- ”მე ყოველთვის დიალოგის პროცესის მხარდამჭერი ვიყავი რუსეთთან.

მე თვითონ ვმონაწილეობ ასეთი დიალოგის პროცესში საექსპერტო დონეზე. ეს დიალოგი აუცილებელია.

უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან რთულია აწარმოო დიალოგი, როცა არ გაქვს რწმუნებები.

არ ვიცი, ”პატრიოტთა ალიანსს” რამდენად აქვს რწმუნებები, რადგან ამის თაობაზე ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს.

დიალოგი საჭიროა, მაგრამ როცა პოლიტიკური ძალა აწარმოებს დიალოგს მას ორი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, ერთი – ზონდაჟის, ამის შემდეგ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, და მეორე, უკვე საგნობრივი მოლაპარაკები.

არ ვიცი, ზონდაჟმა როგორ ჩაიარა ”პატრიოტთა ალიანსის” შემთხვევაში, რა ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რისთვის მიდიან და მეორე წასვლაზე რა აქვთ სათქმელი.

როგორც მე ვხედავ ხელისფულება არ იზიარებს ”პატრიოტთა ალიანსის” პოზიციებს, აქედან გამომდინარე, არ მინდა, ”პატრიოტთა ალიანსი” გამოჩნდეს ისე, რომ ტყუილად დადის მოსკოვში”, - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, არაა ცნობილი ”პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში მოლაპარაკებები კულუარებში მაინც შეთანხმებულია თუ არა ხელისუფლებასთან.

არეშიძის თქმით, თუ ეს ვიზიტები მხოლოდ კონკრეტული პარტიის ინიციატივაა, უშედეგო იქნება.

არეშიძემ მოსკოვის პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს მოსკოვი ტერიტორიულ ასიმილაციას აწარმოებს.

- ”ახლახან ინფორმაცია მოვიდა, რომელიც გადასამოწმებელია, რომ ცხინვალის პოლიციის უფროსად ინიშნება ან დაინიშნა რუსეთიდან ჩამოყვანილი, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რუსი ეროვნების ადამიანი.

ამ ადამიანმა დახსნა ყველა რაიონისა და ქვერაიონის პოლიციის უფროსი.

ნელ-ნელა ხდება ყველა ძალოვანი წერტილის ხელში აღება.

მასწავლებლები ჩამოიყვანეს, რომლებმაც უნდა გაატარონ პრაქტიკა როგორც ცხინვალის, ასევე ახლაგორის პედაგოგებს”, - განაცხადა არეშიძემ.

 წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/454333-mamuka-areshidze-thu-moskovshi-molaparakebebi-patriottha-aliansis-kerdzo-iniciativaa-misasalmebelia-magram-ushedego-iqneba.html

 

Rate this item
(0 votes)
Read 527 times