საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:41

"პატრიოტი"დეპუტატი ლომია პოლიციელებს -ძაღლებს უწოდებს (ვიდეო)

17-09-22 20:33:35 | Print

ვიდეო მასალა, რომელიც მოგვიანებით მოვიპოვეთ: დეპუტატი ლომია პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს. 

პატრიოტების  პარტიის ერთი დეპუტატი თუ, შინაგან საქმეთა მინისტრობას ი ბ რ ა ლ ე ბ ს , სხვა,  წარსულში  თ ა ღ ლ ი თ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს   ნასამართლევი " პატრიოტი " პარლამენტარი, თვით პარტიის ლიდერის დავით  თარხან- მოურავის სიძე გიორგი, გვარად- ლ ო მ ი ა , ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს პერიფრაზირებს, ფაქტობრივად  კრიმინალურ ჟარგონს იშველიებს და სამართალდამცველებს  ძ ა ღ ლ ე ბ ს   ადარებს.

ლომია საზოგადოებას  მოუწოდებს,რომ თუ  პოლიციელები ბანერის დადგმის საშუალებას არ მიცემენ "ძალით დაიცვან " კონსტიტუცია. 

 - "ხალხნო, რა დღეში ვართ.

სააკაშვილის დროს, საკნების ქალაქი იყო აშენებული , სააკაშვილის პერიოდში მსგავსი რამე არ ხდებოდა.

მე, სააკაშვილის სიტყვები მახსოვს, როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში: მაშინ მან თქვა ,

რომ ჩვენთან პოლციელები დგანან-ო და იქით ძაღლებიო..

აი, ეხლა ეგეთი სიტუაციაა ხალხნო!

ხალხთან აღარ დგას პოლიციელი!

ჩვენ თუ დაგვჭირდა ძალით დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქართველის ვალია ძალით დაიცვას კონსტიტუცია, " - განაცხადა ბანერის დადგმის აკრძალვით შეშფოთებულმა ნორჩ- პატრიოტ- პარლამენტარმა, თუმც ტერმინ "ძალით დადგმაში" რა იგულისხმა არ დაუკონკრეტებია.  

პატრიოტთა ფრაქციის ლიდერის, ლომიას ირგვლივ სკანდალი სულ ცოტა ხნის წინაც აგორდა, როდესაც  მას ამავე პარტიის ყოფილი ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ლატარია  მოტაცებასა და წამებაში ადანაშაულებდა.

- " მე მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ"- აცხადებდა ირაკლი ლატარია. საქმეს მთავრი პროკურატურა დღემდე იძიებს.

ცნობისათვის, გიორგი ლომიას  წარსულში თაღლითობისათვის (საქ.სსკ-ის 180-ე მუხლის მე -III  ნაწილი ) აქვს სასჯელი მოხდილი, მისჯილი ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო გარიგებით და დიდძალი თანხის გადახდით 4 წლამდე შეუმცირდა.

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 2199 times