საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:48

კასრელიშვილი: ამის გაკეთება გულშიც არ გაივლონ, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ

17-09-19 10:51:16 | Print

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი "ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პროტესტის ის ხერხები და მეთოდები, რასაც დღეს პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მიმართვას არც მეტი, არც ნაკლები-  პოლიტიკური შანტაჟია .

კასრელიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ პარტიის ლიდერები, რომლებიც მოსკოვში პიარვიზიტებით ცდილობენ საქართველოს გაერთიანებაზე მზრუნველის იმიჯი შეიქმნან, მათთან აფხაზებს და ოსებს დიალოგის სურვილი არ გააჩნიათ, არჩიეს რა მოსკოვი, მათ მარცხისთვის გაწირეს საკუთარი პარტია.

 - " საქართველოში დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, ასეთ დროს ზოგი პარტია ბრძოლის დემოკრატიულ მეთოდებს მიმართავს, ზოგი გასული საუკუნის 90-იანი წლების იძულებითი დაყოლიების მეთოდს იყენებს.

90-იან წლებში სხვა ბევრი მეთოდიც იქნა გამოყენებული. ეს მეთოდები ვიღაცების არსენალში ახლაც არის.

მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ 1992 წელს ვეღარავინ გაიმეორებს საქართველოში.

ამის გაკეთება გულშიც არ გაივლონ, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

პარტიების ნაწილი იძულებითი დაყოლიების ხერხს მიმართავს.

მათი სურვილია, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მოაქციონ.

პოლიტოლოგიაში ამას ასეთი სახელი ჰქვია, იძულებითი დაყოლიების მეთოდი ანუ შანტაჟი.

ამის უკან შეიძლება ბევრი სხვა რამე იმალებოდეს.

ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაზე საპროტესტო აქციებით ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას, თავის დროზე ჰქონდათ უნიკალური შანსი.

ისინი გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უნდათ და ამიტომ უნდათ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება.

დიალოგი თუ უნდოდათ აფხაზებთან და ოსებთან, გოსდუმაში კი არ უნდა წასულიყვნენ, არამედ სოხუმში და ცხინვალში გამგზავრებულიყვნენ და საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა ჩაებარებინათ ანგარიში, თუ რაზე საუბრობენ.

მოსკოვში ამის მერეღა უნდა წასულიყვნენ. როცა პირდაპირ კრემლში მიდიხარ, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება.

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებს და ოსებს ამ ძალებთან დიალოგის სურვილი არ აქვთ.

არჩიეს რა მოსკოვი, მათ მარცხისთვის გაწირეს საკუთარი პარტია.

მომხრეები ნელ-ნელა განიხიბლებიან.

მათი ერთგულება აუცილებლად გადაიზრდება აგრესიაში",- აცხადებს  კასრელიშვილი. 


http://akhalitaoba.ge/2017/09/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A/

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 2753 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო