საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:30

პეტრე გასიევი: ბურჯანაძე ოსი ხალხის მტერია

17-08-12 20:41:11 | Print

ცხინვალის პარლამენტის თავმჯდომარე პეტრე გასიევი "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს ოსი ხალხის მტრად აცხადებს და მის შესაძლო ვიზიტს საქართველოს მიერ არაღიარებულ რესპუბლიკაში შეუძლებლად მიიჩნევს.

 -"არ ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის სამხრეთ ოსეთში ვიზიტი საერთოდ შესაძლებელია.

ის ოსი ხალხისთვის საქართველოს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოს წარმოადგენს.

უნდა გავიხსენოთ ბურჯანაძის განცხადებები, რომ თუ ქართველები სამხრეთ ოსეთის ასაღებად წავლენ, მისი შვილები პირველ რიგებში იქნებიან", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  

მისივე  თქმით, "ნინო ბურჯანაძე საქართველოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის და ასეთი იაფფასიანი ხრიკებით დივიდენდებს ეძებს. ვაჭრობს მოსკოვთან და ვაშინგტონთან.  ბურჯანაძე ოსი ხალხის მტერია,  სჯობს სხვა რამით დააინტერესოს თავის ამომრჩეველი , ბურჯანაძე ჩვენთან, მოსკოვში შეხვედრებით ვაჭრობს ვაშინგტონთან. ჩვენ ჩვენი არჩევანი 1991 წელს გავაკეთეთ და ეს ვაჭრობას არ ექვემდებარება, ' - აცხადებს გასიევი.

შეგახსენებთ, რომ პარტია "დემოკრატიულ მოძრაობა" ბურჯანაძის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლის საკითხს აქტიურად განიხილავენ.


წყარო: http://south-ossetia.info/yuzhnaya-osetiya-svoj-vybor-sdelala-v-1991-godu/

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 586 times