საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:42

პუტინი: დიდი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების აღფრთოვანებული იყვნენ სტალინით

17-06-16 14:24:32 | Print

ამერიკულ ტელეარხებზე უკვე გავიდა ოლივერ სტოუნის ფილმი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შესახებ.

ფილმში პუტინი კითხვებს სტალინის შესახებაც პასუხობს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის წინააღმდეგია სტალინის, როგორც გადამეტებული დემონიზაციის, ასევე არ ემხრობა იდეას, სტალინიზმის საშინელებათა დავიწყების შესახებ.

სტალინი "რთული ფიგურაა" - პასუხობს პუტინი სტოუნს.

- " თავის ეპოქის პროდუქტი გახლდათ,მის შესახებ სხვადასხვაგვარი აზრი შეიძლება არსებობდეს, დემონიზაციიდან დაწყებული- ფაშიზმზე გამარჯვების უმთავრესი დამსახურებით დამთავრებული.

რაც შეეხება მის დემონიზაციას.

იყო ასეთი ინგლისელი მოღვაწე- კრომველი. სისხლისმსმელი პიროვნება. ქვეყნის სათავაში რევოლუციური ტალღით,გარდაქმნების დროს მოვიდა, დიქტატორად და ტირანად ჩამოყალიბდა. მისი ძეგლები მრავლადაა დიდი ბრიტანეთში.
ნაპოლეონს საერთოდ აღმერთებენ.

და რა ჰქნა მან ასეთი?

ხელისუფლებაში ისიც რევოლუციის გზით მოვიდა და არა მარტო აღადგინა მონარქია, თავი იმპერატორად გამოაცხადა და დაღუპვის პირას, სრულ კრახამდე მიიყვანა საფრანგეთი. ასეთი ფიგურები და მაგალითები მრავლადაა მსოფლიო ისტორიაში.

დღეს, სტალინის გადამეტებული დემონიზაცია საბჭოთა კავშირის და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი გზაა.

ამით აჩვენებენ, თითქოს რუსეთი დღეს სტალინიზმის ლაქებს ატარებს.

ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რაღაც ლაქა, ხალი სხეულზე, მერე ამით რა?

რა თქმა უნდა ცნობიერებაში რაღაც დარჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა დავივიწყოთ სტალინიზმის საშინელებები.

ისეთი მკვეთრი "ანტისაბჭოელი", როგორც ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი გახლდათ, რბილი იყო სტალინთან შეფასებებში.

ჩერჩილი მერე მსოფლიო ომის დაწყებისას მხურვალე მხარდამჭერი გახლდათ საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის, სტალინს უწოდებდა დიდ მხედართმთავარას და რევოლუციონერს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ  კი "ცივი ომის" დაწყების ინიციატორად შეიქმნა.

როცა საბჭოეთმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა, სწორედ ჩერჩილი გახლდათ პირველი, ვინც განაცხადა ორი სისტემის (ორი პოლუსის) არსებობის აუცილებლობის შესახებ"- პასუხობს ჟურნალისტის კითხვებს რუსეთის პრეზიდენტი.

კითხვაზე, ამაყობდნენ თუ არა პუტინის მშობლები სტალინით, პრეზიდენტმა განაცხადა:

- "რა თქმა უნდა, და ვფიქრობ დიდი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეების აღფრთოვანებული იყო სტალინით".

p.s. პუტინის შეფასება, ფაქტობრივად ემთხვევა ისრაელის სპეცსამსახურის "ნატივის" ყოფილი შეფის, ისრაელის საზოგადო მოღვაწის  იაკობ კედმის მოსაზრებას, სტალინის პიროვნების შესახებ. იხ. ვიდეო.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 4960 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო