საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:10

აშშ-ს სენატი "რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად" 2018-2019 წლებში 250 მილიონ $ გამოყოფს

17-06-08 12:41:35 | Print

აშშ-ს სენატის კომიტეტის კანონპროექტის თანახმად, 2018-2019 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები  "რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებისათვის" 250 მლნ დოლარს გამოყოფს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვალდებულია 90-დღის ვადაში

შექმნას სამუშაო ჯგუფი "რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილი ფონდის ადმინისტრირებისთვის"  და "წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს".

კანონპროექტით აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს.

ამასთანავე, კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ.

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 298 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო