acheter du viagra sur internet forum

mieux que viagra

prix du cialis en allemagne

lysto sildenafil spray la sante viagra albanais []

&&dataTextFieldStyle=

commande de viagra []

&&labelTextFieldStyle=

prix du cialis pharmacie france []

&&labelarray=Ваш текст&&showlabelTextField=false&&showdataTextField=false&&showtimeTextField=false&&pointalpha=70&&labelTextField=0:80:160:25&&dataTextField=0:95:160:25&&timeTextField=0:45:160:25&&time_style=12&&columnrange=0&&linerange=0&&clockcolnum=15&&clockstop=false&' />
საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:04

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა

17-06-06 12:46:07 | Print

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. „პატიმრობის

კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები პარლამენტის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა და იმ

სიახლეებზე ისაუბრა, რომლის შემოღება პენიტენციურ სისტემაში იგეგმება.

კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს

კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები; მინისტრის მიერ დადგენილი 

წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო; ფართოვდება სპეციალური

პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები; დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ; დაბალი

რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;

საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით

სარგებლობის უფლება მიენიჭებათ; ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო

დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი

მოინახულონ; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მკაცრდება

მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე

გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების

გასაჩივრების მექანიზმი; იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის

გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.

მინისტრმა ცვლილებათა პაკეტის წარდგენისას საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადები დააზუსტდა. პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი

კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ნაწილი - 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან. მათ შორის, 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა 3

წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან - გათავისუფლებისთვის

მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის

დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სესიაზე კახა კახიშვილს და მისი უწყების გუნდს გაწეული მუშაობისა და ნოვაციური მიდგომისთვის მადლობა

გადაუხადა. თავის მხრივ, მინისტრმა პარლამენტის მიმართ ცვლილებათა პაკეტის სამივე მოსმენით განხილვის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლიერება

გამოხატა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პენიტენციისა და პრობაციის სფეროში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება უფრო

სიღრმისეულად იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ განაგრძობს ახალ, რევოლუციურ

რეგულაციებზე მუშაობას, რომელსაც ახლო მომავალში წარმოადგენს.

Rate this item
(0 votes)
Read prix du viagra com 94 times

მთავარი

ვიდეო