საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:33

რუსეთი, პუტინი, სტალინი, საბჭოთა კავშირი...

17-06-03 11:01:34 | Print

"რუსეთის ეკონომიკა იზრდება, იზრდება უცხოური ინვესტიციები, რუსეთის ოქროსა და სავალუტო ფონდის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სანქციების ფონზე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი"...

ვინც თვლის , რომ მსგავსი ინფორმაციების თქვენადე მოტანა მახარებს ან პუტინის თავგადაკლული ფანი ვარ, ძალიან შემცდარა.

გულით მინდა რომ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში ხდებოდეს.

მაგრამ, კარგად ვიცი, რომ არსებული რუსოფობიური, პროამერიკულად განწყობილი, მარიონეტული ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება.

პუტინს, ისევე როგორც ალიევს, ლუკაშენკოს, ერდოღანს თავის ქვეყნის სიყავრულში, პატრიოტიზმში ვცემ პატივს და მინდა ასეთი ტიპის, ძლიერი ნებისყოფის ადამიანები მართავდნენ ჩემს ქვეყანას.

რუსოფობიურად განწყობილი ადამიანებისთვის სიტყვა "რუ"-ც ავტომატურად ზიზღს იწვევს მათში (ეს გარკვეულწილად გასაგებიაც არის) და როდესაც დიალოგზე, ურთიერთობების დალაგებაზე იწყებ საუბარს, იმწამს პრო -რუსად და

ათასგვარ "პროდ"- გნათლავენ...

 ყველა მათგანის არგუმენტები თითქმის ერთიდაიგივეა , ძირითადად ბოდვით სფეროს განეკუთვნება და აქ არ მოვყვები.

ვწუხავრ, მათი საღი აზროვნების დეფიციტის გამო და ეს მათივე პრობლემაა.

მაგრამ, მახარებს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი დღითი დღე კლებულობს.

იმატა დიალოგისკენ , რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე ადამინათა რიცხვმა და ეს უახლესი ტექნოლოგიების ხანაში, თუნდაც აქ, უბრალო "ლაიქსა" თუ "გაზიარებაში" ისახება.

თუ ადრე, ცივად გაურბოდნენ ინფორმაციებს იგივე რუსეთის, პუტინის, სტალინის თუ საბჭოთა კავშირის შესახებ, დღეს ეს შიში აღარაა, თამამად მსჯელობენ და გამოთქვამენ საკუთარ აზრს.

რა თქმა უნდა მისაღებია, იყო ნეიტრალური სახელმწიფო ყველა პატივს გცემდეს, იყო თავშესაფარი დევნილთათვის, იფარებდე დიქტატორულ რეჟიმების გამოქცეულ ადამიანებს... მაგრამ , აქამდე ძალიან შორის ვართ! არ ვართ იმდენად

ძლიერი - არც ეკონომიკურად, არც სამხედრო თვალსაზრისით , რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოუკიდებლად ვუზრუნველყოთ, ვატარებდეთ საკუთარ საგარეო კურსს, არ ვითვალსიწინებთ იმპერიების ინტერესებს... უბრალოდ ,სიტყვა

გვეთქმოდეს მსოფლიო არენაზე, მაგრამ რაც დღეს ვართ, მონობის ხარისხს ვგულისხმობ, მეტისმეტია!

ბევრჯერ მდგარვართ ისტორიული არჩევანის წინაშე და ვდგევართ ეხლაც.

მჯერა რომ , ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს.

ლადო ბედუკაძე

წყარო: პირადი ფეისბუკგვერდი

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1706 times