საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:00

ვინც გალიაში უნდა იჯდეს, გარეთ თავისუფლად დასეირნობს

17-05-31 00:17:28 | Print

მურთაზი და ნონა - „ნაცმოძრაობის“ ზოოპარკის ბინადრები

 საზოგადოების ნაწილს დღემდე აწუხებს კითხვა - რატომ გააჩნიათ ნაცებს დღემდე მყარი კავშირები ევროპის პოლიტიკოსებთან? რა იმუნიტეტი იცავს ამ

დამნაშავეთა

ხროვას, რომ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი დასჯა, ან რა ჰქვია, დიპლომატიურ ენაზე, იმ ურთიერთობას, როცა ძებნილ ექსპრეზიდენტს

„მეგობარ“

ქვეყანაში ჯერ გუბერნატორად ნიშნავენ, შემდეგ კი „ტელეჟურნალისტიკაში“ უჩენენ ადგილს და მის კრიმინალ „შნირებს“თანამდებობაზე ტოვებენ?

კითხვები უამრავია დაგროვილი, თუმცა სწორი პასუხის გამცემი და ქვეყნის მოჯადოებული წრიდან გამოყვანის მსურველი არ ჩანს. არადა, ცოდვით დამძიმებული,

ჩამქრალი, „ვარსკვლავები“, ცის კაბადონზე აჭრას ცდილობენ. ხალხი დაიღალა, „პაპა კარლოს“ თუ „პაპა ჯონის“ მიერ შექმნილი, არცთუ სიმპატიური, თანაც უგოიმესი,

თოჯინების მიერ, უნიჭო სამთავრობო თუ სახელისუფლებო სპექტაკლების ცქერით, რომლებიც ერთი და იგივე თამაშს თამაშობენ და ვეღარც თამაშობენ...

 

ბათუმში, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლი გაჩხრიკეს და პისტოლეტი ორასოცდაშვიდი ვაზნით ამოიღეს. ჩხრეკა

კანონის სრული დაცვით ჩატარდა თუმცა ნონა წოწორიამ, განაცხადა, რომ - „აქვს საფუძველი იფიქროს, მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკავშირდება მის

საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში“. ამ განცხადებამ გამახსენა „შორეული“ წარსულიდან ირინა იმერლიშვილის

ძმის დაკავების ფაქტი. მისი ძმა ყველამ იცოდა „რა ჩამოსხმაც“ იყო, მაგრამ როცა ძმის დაკავების ოპერაციის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა რომ იმერლიშვილის ძმა

პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, ხალხმა ეს დაიჯერა.

 

ნონა წოწორიას ძმის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე, მეორე დღეს შეწყდა, საფუძველი კი, ოპერატიულად ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის

დასკვნა

აღმოჩნდა, პისტოლეტი თურმე, კუსტარული წესით იყო დამზადებული და თან უვარგისიც ყოფილა. აი, ტყვიები კი სიმამრს ეკუთვნოდა, რომელიც მიმდინარე

თვეში

გარდაცვლილა. აიიი, როგორი ევროპული ჩახვეული სამართალია დღეს საქართველოში. საინტერესოა, ნონა წოწორია ადეიშვილის მარჯვენა სისხლიანი ხელი რომ

იყო,

მაშინ თუ გაიზიარებდა ასეთ სუსტ არგუმენტს, რაც მისი ძმის შემთხვევაში პროკურორმა „გადაყლაპა“? რათქმაუნდა, არა! მეტიც, დაკავებულს კარგა ხნით

ახეხინებდა

ციხეს, სოლიდურ თანხასაც ჩაარიცხიებდა ანგარიშზე (რომელიც დღემდე უცნობია ვის ჯიბეში ილექებოდა) და თუ დაჭირდებოდა მკვდარ სიმამრსაც ამოიღებდა

საფლავიდან და აალაპარაკებდა - ჩვენებას მიაცემინებდა, სასამართლოზედაც გამოიძახებდა მოწმედ.

 

როგორც ჩანს წოწორიას ოჯახის წევრებიც ფიქრობენ, რომ მთელი საქართველო ვალში ვართ მათთან, აი რა სტატუსი „გამოაცხო“ნონას დამ-ეთომ სოციალურ

ქსელში-...“მე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას, პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარიშსწორების

მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში?!

 

ჩემო დაო!!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ

შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა!!!~

მართალია, ქ-ნი ეთო ნამდვილად არ უნდა იყვნენ ქართველების სისხლში გასვრილი ნაცპერსონები ამ ქვეყნის შვილები და საერთოდ უნდა მოიკვეთონ ამ ქვეყნიდან...

 

არქივიდან: „სანამ გირგვლიანების მთელი ოჯახი, ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე, სულხან მოლაშვილი და სხვები არ

გარდაიცვალნენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათ მიერ წლების წინ შეტანილ საჩივრებზე გადაწყვეტილება არ გამოიტანა. ამ დროს დიდი

ლოდინი არ დასჭირვებია ვანო მერაბიშვილს. სირცხვილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იყოს ადამიანი, ვინც ამტკიცებდა

სააკაშვილის ჯალათურ სისტემას“, - აცხადებდა უფლებათადამცველი მჟავანაძე.

 

ნონა წოწორია ჯერ ადეიშვილის მოადგილე იყო, მისი პროკურორობის დროს და 2007 წელს, შეცვალა გვარამიამ. შემდეგ ადეიშვილმა და მაშინდელმა

ხელისუფლებამ ჩუმად შეაპარა სტრასბურგის მოსამართლეთა სიაში, ისე რომ სანამ არ დაინიშნა, არავის ამქვეყანაში ეს ამბავი არ გაუგია. 2008 წელს გავრცელებულ

ინფორმაციაში,“ვიკილიქსში”, სათაურით “ვინ მართავს საქართველოს” ნონა წოწორია მოხსენიებულია როგორც ადეიშვილის მარჯვენა ხელი. მთელმა ქვეყანამ იცის,

რომსაქართველოდან გაქცეული ადეიშვილი წოწორიას ბინას აფარებდა თავს სტრასბურგში.

 

 სწორედ ნაცმოძრაობის წინაშე ანგარიშვალდებული ნონა წოწორია იღებდა მონაწილეობას გვამების დამკვეთ-მოყვარულ ,მერაბიშვილის საქმეში და შედეგიც წინასწარ

იყო ცნობილი, 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის უმძიმეს დანაშაულზე ამხილა მაშინდელი ხელისუფლების ყველა შტო ხმაშეწყობილი

მოქმედებისთვის, სწორედ ნონა წოწორია იკავებდა როცა ეს ამაზრზენი დანაშაული მოხდა ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას მთავარ პროკურატურაში და ყველასთვის

ცნობილია მერაბიშვილის ფაქტორიც გირგვლიანის საქმეში. არადა,ზურა ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე - ოთარ კახიძე - მერაბიშვილის ადვოკატი გახლდათ,

მეორე ყოფილმა მოადგილემ ნონა წოწორიამ, რომელიც დღეს მოსამართლეა, შეითავსა მერაბიშვილის მეორე ადვოკატის როლი და დაიცვა მერაბიშვილის ინტერესები,

როგორც მოიქცა გირგვლიანის (და არამარტო) საქმესთან დაკავშირებით, ჯერ საქართველოში და მერე უკვე სტრასბურგში დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად...

 

 დიახ, მერაბიშვილის საქმე, სხვა მოსამართლეებთან ერთად, სწორედ მერაბიშვილისა და ადეიშვილის კადრმა ნონა წოწორიამ განიხილა. წოწორიას სტრასბურგში ვადა

წელს ეწურება, ამიტომ ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ გამამართლებელი გადაწყვეტილებები ნაცმოძრაობის სხვა წევრთა საქმეებზე, რადგან წოწორია პირველრიგში სწორედ

ამ საქმეებზე „იზრუნებს“.

  მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერი არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მართალია, არც კვარიათის აგარაკის მითვისებას

აღიარებს, თუმცა ეს სახლი მის განკარგულებაში რომ იყო, ამის შესახებ მთელმა საზოგადოებამ იცის და კვარიათის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი ხშირად

ხედავდნენ ულამაზეს ადგილას დასასვენებლად ჩასულ მერაბიშვილსა და მის მეუღლეს. ვანოს როცა ეს ადგილი უნახავს, აღფრთოვანება ვერ დაუფარავს და უთქვამს,

ეს სახლი ჩემი უნდა გახდესო და ხელსაც ვინ შეუშლიდა? კვარიათის სამსართულიანი სახლის მეპატრონე ზურაბ ლობჟანიძე გააკულაკეს, დაუსწრებლად რვა წელი

მიუსაჯეს, მის სიდედრსაც დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი.

 

  მართალია ლობჟანიძემ გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა, მაგრამ იქ, ნაციონალების დამცველი წოწორია „აკონტროლებს სიტუაციას“და მხოლოდ სექტის

ინტერესებს იცავს.

კვარიათის აგარაკის მეპატრონეს ლობჟანიძეს აგარაკიც წაართვეს და სასჯელიც დაუსწრებლად შეუფარდეს სამართალს სტრასბურგამდე საქართველოშიც უშედეგოდ

ეძებდა. „მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს უშედეგოდ ვწერდი საჩივრებს. მერაბიშვილი მოლაპარაკებას

ცდილობდა. მოითხოვდა, სახლი ჩემი ნებით დამეთმო, და სანაცვლოდ, საქმის შეწყვეტას მპირდებოდა. ერთხელ მოსალაპარაკებლად მეუფე პეტრეც კი

მომიგზავნეს.“აღნიშნულ პერიოდში უამრავი ქონება წართმეული, სიცოცხლეწართმეული, ცხოვრებაწართმეული და გაუბედურებული ადამიანი ეძებდა სამართალს,

მაგრამ ამ გადასახედიდან ცოტა უცნაურიცაა, რომ პროკურატურაში შეტანილი საჩივრით მაშინ სასურველი შედეგის დადგომას ელოდნენ...

 

   მურთაზ ზოდელავა განსაკუთრებით დეფექტიანი თოჯინა გამოუვიდათ მის შემქმნელებს. დანაშაულის განცდა რასაკვირველია არ ექნება უსულო არსება

ს, მაგრამ როგორც ჩანს გულმავიწყიცაა და ფიქრობს ხალხსაც დაავიწყდა ყველაფერი და დღეს მაღალფარდოვანი სიტვებით, სხვების „მხილებით“ცდილობს წაშალოს

თავის წარსულის სისხლიანი კვალი, გადაცემა არჩევანში ზოდელავამ ბრძანა- „... ფარცხალაძის გავლენა, ეს არის ივანიშვილის გავლენა, რომელიც დელეგირდა მასთან,

რომ მან მართოს სამართალდამცავი სისტემა“. საინტერესოა ზოდელავა ვისი გავლენით „აპრავებდა“ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ან ვისი გავლენით ანადგურებდა

ოპოზიციურ მედიას, ართმევდა ქონებას, ფარავდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.

 

    ხშირ შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობდა არამართლზომიერ ქმედებაში. აი რას ამბობს მის შესახებ ნონიკაშვილი- „შევედი ამირან მესხელის კაბინეტში. იქ

დამხვდა რამდენიმე პიროვნება, ვიცანი ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

 სულ ორი წუთი ვიყავი. ადეიშვილმა დამავალა, წავსულიყავი სამსახურში, მოვიდოდა მურთაზ ზოდელავა და უნდა გვემუშავა ტელევიზიებთან, კონკრეტულად

„იმედთან“ დაკავშირებით. მისივე განცხადებით, სამსახურში მისვლისას მივიდა მურთაზ ზოდელავა და წარადგინა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო

პროექტი „ტელეიმედის“ მაუწყებლობის შეჩერებაზე. ნონიკაშვილის თქმით, მაუწყებლობის შეწყვეტაზე არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. ზოდელავა

ოთახიდან რამდენჯერმე გავიდა, ტელეფონზე საუბრობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შენობაში დავინახე კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები,

რომლებიც მასაც დაყვებოდნენ გადაადგილებისას. „ტელეიმედში“ შეჭრის შემდეგ ზოდელავას ვუთხარით, რომ ლიცენზიის შეჩერების საჭიროება აღარ არსებობდა,

თუმცა მიუხედავად ამისა საბოლოოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, „ტელეიმედის“ გაფრთხილების, დაჯარიმებისა და შემდეგ

ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით“ასე, რომ ზოდელავა იმ“ ნაცბანდის“ აქტიური წევრი გახლდათ, რომელთა დიდი ნაწილიც პასუხისმგებლობას სწორედ

დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით გადაურჩა და დღეს ყველა ხერხით ცდილობენ დაკარგული გავლენის მოპოვებას.

 

   რამოდენიმე წლის წინ უკრაინულმა ვებ-გვერდმა ზოდელავას და გიორგი ვაშაძის საუბარი გამოაქვეყნა საუბარი სააკაშვილის ოდესაში „მეფობის ხანას“ეხება.

ზოდელავა შიშობს თუ რა მოჰყვება სააკაშვილის მუქარას პოროშენკოს მიმართ და ამბობს: “ჩვენც არ ამოგვცხონ პანღური”, რაზეც ვაშაძე ამშვიდებს, რომ ამერიკაც

ჩართულია ამ პროცესში და ამის საშიშროება არ იქნება(?). ზოდელავა მადას არ უჩივის და ყველა ბერკეტის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობს- ‘უნდა იყოს პროკურატურა და

საბაჟო ტერმინალები, პორტები იმისთვის, რომ თანხა გქონდეს, რომ არჩინო ეს ძალოვნები... თუ ამას მოივაჭრებს... მაგრამ ვფიქრობ ვერაფერსაც ვერ მოივაჭრებს, თუ

ესე ხისტად ელაპარაკა.“ შემდეგ ოლქის პირველ პოლიციელ-კრიმინალ ლორთქიფანიძეს უწუნებს ინტელექტს ამბობს, რომ ის სპეცნაზელი და “ხისთავიანია”,

რომელსაც ხეირიანად საუბრის უნარიც კი არ გააჩნია. მართალია ვერც ზოდელავა დაიკვეხნის დიდი ინტელექტით და ვერც „სხლავს“,მაგრამ გოიმს თავი ყველაზე

მაგარი გონია...

 

სწორედ მურთაზ ზოდელავა და ზურაბ ადეიშვილი იდგნენ „ელიტა ბურჯის” და სხვა კომპანიების ხელოვნური გაკოტრების უკან. ფაქტობრივად, ივანიშვილს „ელიტა

ბურჯი” ძალით წაართვეს და მერე თავად იყიდეს „ნაციონალებმა”.

 

უამრავ, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს სწორედ ადეიშვილის, მისი მოადგილეების, ზოდელავას თაოსნობით არათუ ბიზნესი წაართვეს, არამედ საცხოვრებელი

სახლებიც გაუყიდეს. ზოგი შემდეგ საპროცესო გარიგებით გამოუშვეს ციხიდან, ზოგიერთები კი, მიუხედავად იმისა, რომ, რაც გააჩნდათ, ყველაფერი წაართვეს და

ცოლ-შვილი ღია ცის ქვეშ დაუტოვეს, ციხეში გაისტუმრეს და იქ უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ. ადეიშვილი ადრეც ჩრდილიდან მართავდა მოვლენებს და ეხლაც,

ხოლო ზოდელავა უტიფრად ცდილობს თავის მართლებით და დეზინფორმაციით „წინ წაიწიოს“. ვერც უკრაინაში დამკვიდრდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა ჰოდა

აქ ცდილობს ამბიციები დაიკმაყოფილოს...

 

მურთაზი და ნონა, ნონა და მურთაზი, `ნაცმოძრაობის~ პოლიტზოოპარკის ორი მტაცებელური ბუნების ბინადარი, სანადიროდ გამოვიდნენ და ყველას დაგლეჯას

უპირებენ, ვინც მათ კომფორტულ ყოფას სეფრთხე შეუქმნა.

ასე ხდება, როცა ის ვინც გალიაში უნდა იჯდეს, გარეთ დასეირნობს თავისუფლად და არავინ ჩანს, რომ გალიის ბინადრები უკან, გალიაში შეაბრუნოს...

"საერთო გაზეთი"

ქეთევან ზარნაძე

Rate this item
(0 votes)
Read 1339 times