საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:58

საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ნების დამყოლი და ანკარის ბრძანების უსიტყვო შემსრულებელია

17-05-30 18:59:33 | Print

საქართველოს ხელისუფლება, ფაქტიურად, თურქეთის ნების დამყოლი და ანკარის ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი გახდა - წერს "ამერიკის ხმა".

- "საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მორიგი კაპრიზი აღასრულა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტის დასრულებიდან 24 საათში, თბილისში, სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, პროფესორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი „ტერორიზმთან კავშირის მოტივით “ დააკავეს.

25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე თურქეთმა სხვადასხვა სახელმწიფოში 31 სკოლის, 16 სასწავლო ორგანიზაციისა და 15 სტუდენტური საცხოვრებლის კონფისკაცია მოახდინა და ის სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ განათლების სამინისტროს „მაარიფის სახელმწიფო ფონდს“ (Maarif Foundation) დაუქვემდებარა.

თურქეთი ასევე მოითხოვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალის, რექტორ ილიას ჩილოღლუს და ჩაღლარის ქსელის სხვა პასუხისმგებელი პირების დაპატიმრებას.

თუ ეს დაწესებულებებიც „მაარიფის სახელმწიფო ფონდს“ გადაეცემა, მაშინ იქ სწავლა უკვე თურქეთის განათლების სამინისტროს სტანდარტებით გაგრძელდება.

[თუმცა], ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების დევნა თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით ხდება.

დემირელის კოლეჯის მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მათ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს.
თუმც, საქართველო ამ ნაბიჯს თურქეთის შიშით სავარაუდოდ ვერ გადადგამს.

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძის თქმით კრიმინალის პოლიტიკასთან კავშირი არასწორია:  

- „ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკას კრიმინალთან, პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში, ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავება დასრულებულია და წარსულს ჩაბარდა“- აცხადებს დოლიძე.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ქართველი სამართალდამცავი სტქუტურების მიერ მძიმე სახელმწიფო დანაშაულისათვის ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თურქეთის N1 მტერთან, ფეთულა გიულენთან.  

მან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა სახელმწიფო ქონება 108.090 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 3034.23კვ.მ -ის შენობა-ნაგებობა  ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებას ქ. რუსთავშიც, ახმეტელის ქ. N 10-ში.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 411 times