საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:13

მარგველაშვილი: საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს დღე იქნება მალე

17-05-29 11:39:53 | Print

საქართველოს ხათრით არჩეულმა პრეზიდენტმა მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"მთავრსარდალმა" საქართველოს უახლოს ხანში ნატოში გაწევრიანება იწინასწარმეტყველა:

- „ ურთულეს ვითარებაში და ამ ურთულეს ფონზე ჩემი ქვეყანა ვითარდება ბოლო 25 წელია.

მიზანმიმართულად ვითარდება, როგორც დემოკრატია, მიზანმიმართულად ვითარდება თავისუფალი საზოგადოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავაღრმავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი.

ჩვენ მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით, ეს დღე მალე იქნება, ამ დღემდე მივალთ მშვიდობით და სიმტკიცით და ამ დღის მერე, როგორც საქართველო,

ასევე ალიანსი იქნება უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი, უფრო მტკიცე თავის რიგებში, (მქუხარე ტაში, დარბაზში ისმის ოვაციები და შეძახილები"გაუმარჯოს ევროატლანტიკურ საქართველოს, დიდება ნატოს "- თბ.24 )” - აღნიშნა  ხათრით არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1195 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო