საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:12

რა გიხარიათ და რას ზეიმობთ?

17-05-25 15:08:38 | Print

რას ვზეიმობთ?

დამოუკიდებლობას?

ვისგან ან რისგან? 

არის კი ქვეყანა დამოუკიდებელი და საერთოდ ყაავს კი მას ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად(არ ვსაუბრობ ეფექტურობაზე!)აწარმოებს ქვეყნის შიდა თუ საგარეო საქმეებს? 

ვინმეს სჯერა ამ ილუზიის?

თამარის ეპოქის დასასრულიდან საქართველოს მეფეს თუ მეფისნაცვალს, ხან ირანის შაჰი ნიშნავდა, ხან არაბთა ყაენი და ხანაც რუსთა ხელმწიფე...

დღეს კი უკეანისგაღმა პატრონები გვმართავენ!

ოდესღაც თავისებურად "შფოთავდნენ" უსუსური ევროპელი მმართველები ჩვენ ხელისუფალთა დახმარების თხოვნაზე.

ჯერ კიდევ, მონღოლების შემოსევით შეწუხებულმა რუსუდანმა მიმართა დამხარებისათვის რომს..

სამი წლის დაგვიანებით იკადრა მიანც, პაპმა გრიგოლ IX -ემ და 1240 წელს რუსუდანს აცნობა, რომ რომს საქართველოს დახმარება არ შეეძლო...

1781-1782 წლებში "პრორუსად" ცნობილი მეფე ერეკლე იღწვოდა ევროპის ნდობის მოსაპოვებლად...

- "ერეკლე ისე არაფრისკენ არ მიისწაფვოდა, როგორც საკუთარი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ,"- წერს საქართველოს დასაზვერვად გამოგზავნილი რუსი პოლკოვნიკი ბურნაშოვი ( საქ. ისტორია, წელი 1946, გვ. 404)

სხვათაშორის, სულხან- საბამ ლუი- IX - ეს შაჰის კარის მოსასყიდად 20 ათასი თუმანი სთხოვა..

ამაოდ...!

ასე, დაამტკიცეს 1247 წელს მონღოლებმა დავით IV -ე ნარინი და დავით VII -ე ულუ მეფეებად და დასრულდა ქართული საუკუნოვანი თვითმყოფადობა! 

 

დავით ულუს გარდაცვალების შემდგომ ყაენმა ტახტი მის მემკვიდრეს 12 წლის დემეტრე უფლისწულს ჩააბარა..

დემტრეს სიკვდილით დასჯის შემდგომ, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ დავით ნარინის ძეს, ვახტანგ მეორე დანიშნა, შემდეგ კი კონსტანტინეს "აკურთხა" მეფედ...

ქეღათუ ყაენმა გაამეფა - უფლისწული დავითი 1293 წელს, მანვე 1299 წელს დავით VIII -ის უცროსი ძმა, გიორგი "დაამტკიცა" ქვეყნის მმართველად..

1314 წელს გიორგი V - ბრწყინვალე დაგვინიშნეს...

( ქართულ-ოსურ ურთიერთობებს რაც შეეხება, სხვათაშორის , ჯერ კიდევ 1293 წელს ოსებს გორიც კი ჩაგედოთ ხელთ და გიორგი V -ეს სამწლიანი ბრძოლა დასჭირდა გორის ოსებისგან გასათავისუფლებლად! )

დამპყრობლებმა დაგვინიშნეს 1346 წელს დავით IX-ე, 1360 წელს ბაგრატ V-ე...

1615 წელს შაჰ -აბასმა ქართლის მეფედ გამაჰმადიანებული ბაგრატ დავითის ძე გამოაგზავნა, მისი გარდაცვალების შემდგომ კი ქვეყანა სამართავად მისი შვილს სიმონს უბოძა..

საუკუნეზე მეტი, 1632 წლიდან - 1744 წლამდე ქართლს მაჰმადიანი მეფეები განაგებდნენ, რომელთაც "ქართლის ვალი" ანუ შაჰის მოადგილე ეწოდებოდათ! 

 

1676-1688 წლებში ქართლში გიორგი ვახტანგის ძე მეფობდა, სანამ შაჰმა თანადებობიდან არ გადააყენა და მის ადგილას თეიმურაზ- I -ის შვილიშვილი, ერეკლე (1683 -1703 ) არ დანიშნა!

(გიორგი -XI 1709 წელს შაჰის შინაომების ჩასაცრობად ჩართულ ომში დაიღუპა...)

შაჰის მიერვე იყო დანიშნული ქართლის მეფედ ვახტანგის ძმა- ქაიხოსრო, შემდეგ იყო ვახტანგის ძმა, მაჰმადიანი - იესე...

1744 წლის ივნისში ირანის ახალმა შაჰმა ნადირმა - თეიმურაზი დასვა ქართლის მეფედ, მისი შვილი ერეკლე - II კი - კახეთი მეფედ დანიშნა.

ნადირი ყველაზე "ლმობიერი" გამოდგა...

 

მისი თანხმობით, 1745 წლის 1 ოქტომბერს თეიმურაზმა ქრისტიანული წესით იკურთხა მცხეთაში!

შემდეგ იყვნენ რუსეთის მეფის მიერ დანიშნული ნაცვლები, საქართველოს მთავარსარდლები თუ მთავრმართებლები, ( მათ შორის ეროვნებით ქართველებიც!), რომელთა სახელები დღემდე შემორჩათ თბილისის ქუჩებს -

მიხელი ვორონცოვი,

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ,

გოლიცინი,

ვორონცოვ- დაშკოვი...

იყვნენ საბჭოთა საქართველოს ეროვნებით ქართველი მმართველები -

ლავრენტი ბერია,

კანდიდ ჩარკვიანი,

ვასილ მჟავნაძე,

აკაკი მგელაძე,

ედუარდ შევარდნაძე,

ჯუმბერ პატიაშვილი...

და აგერ უკვე 25 წელია არიან ოკეანისგაღმიდან მართული ადამიანები - იგივე შევარდნაძე , 

მისი მემკვიდრე - სააკაშვილი...

მას შემდგომ გვარების ჩამოთლას არც აქვს მნიშვნელობა, რადგან ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა, ყველა მათგანი უცხო ძალების მართული, როგორც თავად უწოდებენ სხვებს- მარიონეტები არიან.

 

რა თქმა უნდა ჩამოთვლილთაგან დიდი უმეტესობა აკეთებდა ქართულ საქმეს- თავის ნიჭის , გამოცდილების, შესაძლებლობების შესაბამისად და ყველა მათგანს გააჩნდა დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილების მიღების საკუთარი

ხარისხი, რაც დღევანდელ საქართველოში , სამწუხაროდ შედარებით ყველა ეპოქისგან -მიზერულია,

არც არავის გაზიზღებთ და არავის გაჯავრებთ, ეს არის რელობა და სამწუხაროა რომ მრავალ განსაცდელ გამოვლილი ერი, კვლავ ოცნებებით და ილუზიებით ცხოვრობს, არ სურს რელობისთვის თვალის გასწორება, მტერს -

ისტორიულ მეგობარს უწოდებს, მონა -ზეიმობს - თვითმყოფადობას...

ამიტომაც, თავის მოტყუება და ბლეფია მილოცვა - "გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს" !

P.S. არ იფიქროთ, 1918- 1921 წლის მოჩვენებითი "დამოუკიდებლობა" განზრახ გამოვტოვე... ეს ცალკე სადაო თემაა, და აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, სად და საით მიყავდათ ქვეყანა მაშინდელ "დამოუკიდებელ" მმართველებს.

ლადო ბედუკაძე

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 896 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო