საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:28

პარლამენტის წევრს "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

17-05-23 18:57:15 | Print

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ და საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტს  გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების

ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ Gulf Business იუწყება.

პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.

სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი.

ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ.

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები).

პროკურატურის განცხადებით, Raystar-ის ბენეფიციარები იყვნენ გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია.

ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა.

ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

თავად პარლამენტარი მიქაძე არაბთა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო წყობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს შეიხის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და მისთვის გაურკვეველია  თითქოსდა, მის მიერ  ჩადენილი დანაშაულის ისტორია : 

- " ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი.

სასამართლომ 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე  მედავება.“

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/434187-qarthvel-parlamentars-arabtha-gaerthianebuli-saemiroebis-sasamarthlom-15-tslith-patimroba-miusaja.html

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1122 times