საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:30

კვირიკ,მალიარი (მარიონეტი) ხარ, ბიჭო? (ვიდეო)

17-05-18 14:23:59 | Print

სასაცილოა, კვირკაშვილო შენ და შენი მთავრობა რომ ვინმეს "მარიონეტულს "უწოდებს.

თეატრალურ თოჯინას, რომელიც ზონარზე ან ძაფზეა ჩამოკიდებული, ისე არ ათამაშებენ, როგორც თქვენ!

ის , უფრო მეტადაა დაფასებული და მოვლილი პატრონისგან, ვიდრე თქვენ.

თქვენ, კი თქვნს პატრონს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიხართ!

რას გავხართ, მოსკოვის ექსმერის, რიგითი მოქალაქის სტატუსით საქართველოს სტუმრობისას ლამის ვენები გადაიხსენით, " შავ სიაშიც" შეიტანეთ თურმე , მაგრამ ევროკავშირის სპეციალურ წარმოადგენელს შიშით

ხმას ვერ ცემთ, კრინტს ვერ ძრავთ, მის ვიზიტზე ცხინვალის რეგიონში ( მე მას საქართველოს "ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ ოლქს " ვუწოდებ)

არა მხოლოდ უბრალო ვიზიტზე, მან თიბილოვს გაპრეზიდენტება და "ესოდენ მნიშვნელოვანი პოსტის" დაკავება მიულოცა, თქვენი გაგებით "გააპრავა" არჩევნები..

 რაო, მან არ დაარღვია კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" , მიღებული 2008 წლის 23 ოქტომბერს ?

რა ჰქვია ამას თუ არა- ორმაგი სტანდარტი, პატივცემულო გიორგი?

(მესმის, რომ თქვენ არც არაფერს წყვეტთ ამ ქვეყანაში და რეალური მმართველი აშშ-ს ელჩია, მაგრამ მაინც თქვენ მოგმართავთ, როგორც ქართველს) 

ისე, ამავე კანონის მე- 9 მუხლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით (!)

გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ჰოდა, მიმართეთ ბატონო, თუ რეალურად რაიმეს წარმოადგენთ საქართველოს მოსახლეობის თვალში.

p.s. სიმართლე სინათლეა, ძმაო! 

ლადო ბედუკაძე

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1519 times