საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 5:27

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და ინდონეზიას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

17-05-18 10:59:34 | Print

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველიმოადგილენოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს,

ფადლი ზონს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო

სავაჭრო-

ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურების მნიშვნელობას.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით

განხორციელებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. ნოდარ კერესელიძემ ყურადღებაქართული სასოფლო-სამეურნეო

პროდუქციის წარმოების ზრდაზედა მის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.


როგორც შეხვედრაზე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ფადლი ზონმა აღნიშნა, ინდონეზია დაინტერესებულია

საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო

სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტით. საუბარი ასევე შეეხო ინდონეზიიდან

საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს.


შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ

საქართველოში ორგანული და ბიო ჩაის წარმოების დიდი პოტენციალიარსებობს. ინდონეზიას კი ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იქნება.

 

Rate this item
(0 votes)
Read 32 times