საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:05

უფალმა გვითხრა: ნურას უკაცრავად, თქვენ გენიოსის რა ღირსნი ხართ, თქვენ ხიხომ უნდა გმართოდ

17-01-10 15:57:09 | Print

ჯერ კიდევ ერთიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამრტყმელი ძალა, ნადეპუტატალი  მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში  მიხეილ სააკაშვილს ქება -დიდებას უძღვნის,დითირამბებს უმღერის და ერს გვამადლის რომ ჩვენ მესია ვერ

შევიცანით, მასზე ხომ თავად "ჩვენი პატრიარქი" ფილარეტი ლოცულობს :

 

- "ნაცებო, ქოცებო, შუაშისტებო, " ვითომ არავისტებო" მოდით ვაღიაროთ, რომ ყველა რაღაცას ველოდებით.....

სინამდვილეში ეს რაღაცა არის არა "რაღაცა", არამედ "ვიღაცა" და ეს მიშაა სააკაშვილი!

50 მილიონიან უკრაინაში აღიარეს წლის პოლიტიკოსად , მისთვის 5 მილიონიანი სივრცე ძალიან პატარა იყო და ამიტომ უფალმა გვირგვინი მოხსნა და გვითხრა :

"ნურას უკაცრავად, თქვენ გენიოსის რა ღირსნი ხართ, თქვენ ხიხომ უნდა გმართოდ"-ო და 50 მილიონიან ქვეყანაში დაადგა თავზე გვირგვინი.

მორწმუნენო, მრევლო 97%-ო , ჩვენ ხომ ვიცით, რომ უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება!

გილოცავ პრეზიდენტო უზარმაზარ ჯილდოს და მადლობას გიხდით 9 წლისთვის.

თქვენთვის სრულიად უკრაინის სასულიერო პირები ლოცულობენ და თავად ჩვენი პატრიარქი ფილარეტი."

p.s. მკითხველს ვთხოვთ, სერიზული კომენტარისთვის შესაბამისი სფეროს  სამედიცინო მუშაკებს მიმართონ, მორწმუნეებს გთხოვთ ჯანმრთელობის ლოცვებში მოიხსენიოთ მხევალი ღვთისა მეგი.

 

Rate this item
(0 votes)
Read 8190 times