საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:24

ნიკოლა სარკოზი - რუსეთი კვლავ გახდა ზესახელმწიფო, მე ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი

18-11-23 19:24:24 | Print

მე ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ვინაიდან მასთან, მიუხედავად უთანხმოებებისა, საუბარი შეიძლება, - ამის შესახებ რუსეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.

- „თქვენ, რუსებმა არც კი იცით თუ რა დონეზე შეიცვალა თქვენი პრესტიჟი და იმიჯი საერთაშორისო დონეზე.

რუსეთი კვლავ გახდა ძლევამოსილი ზესახელმწიფო.

რუსეთმა იცის თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე და რუსეთმა იცის თავისი ბედი.

ბოლოს მსურს განვაცხადო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ვინაიდან ეს ადამიანია, რომელთანაც საუბარი შეიძლება მიუხედავად უთანხმოებებისა“, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. 2012 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დაპირისპირებაში დამარცხდა.

Rate this item
(0 votes)
Read 135 times