საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:42

კედმი: რუსეთი ასიმეტრიული ომისთვის ემზადება

18-10-22 18:41:18 | Print

ცნობილი ებრაელი საზოგადო მოღვაწის, ისრაელის დაზვერვის "ნატივის" ყოფილი შეფის, იაკობ კედმის აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ იგი ტოვებს 1987 წლის სსრკ-ამერიკის "საშუალო და მცირე სიშორის რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის " შესახებ შეთანხმებას, რომელიც მხარეებს უკრძალავდა 500 კმ-ზე მეტი სიშორის რადიუსის რაკეტის წარმოებას, რუსეთი ასიმეტრიული ომისთვის ემზადება. 

კედმი აფრთხილებს რუსეთის ელიტას არამც და არამც არ დაუშვან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ამერიკული ბაზების და ჰარესაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების განლაგება.

- " მთავარი დამრტყმელი ძალა ამერიკელებისთვის ეს საზღვაო ფლოტია.
მაგარამ, XXI-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკელები დაეჭვდნენ, რომ მხოლოდ ხმელთაშუა, ჩრდილეთის თუ ბარენცის საზღვაო ფლოტის ხომალდებიდან რუსეთზე დავდასხმა არასაკმარისია და დღეს ისინი განზრახ ამბობენ უარს ამ შეთანხმებაზე.

პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების გადაწყვეტილების შემდეგ, განზრახული იყო მსგავსის უკრაინასა და საქართველოში განლაგება.

თუ, რუსეთი არ იმოქმედებს როგორც საჭიროა, ეს იქნება უკრაინაშიც და საქართველოშიც.
ეს აუცილებლად იქნება ბალტიისპირეთში.
ნებისმიერმა სამხედრომ იცის, რას ნიშნავს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების (500- 4500 კმ) განთავსება საქართველოში, უკარინასა და ბალტიისპირეთში.

თუ, რუსეთი დღეს არ დაისახავს სტატეგიულ მიზნად, რომ მის საზღრებთან ახლოს, არც ერთ მოსაზღვრე ქვეყანაში , მათ შორის რუმინეთსა და პოლონეთში არ იდგეს უცხო ქვეყნის ჯარი, არ განთავსდეს ამერიკული ანტი-საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომლებიც ემუქრება რუსეთს... ადრე თუ გვიან რუსეთი აქამდე მივა, მოუწევს ამაზე დაფიქრება, მაშინ ამ პრობლემის გადაწყვეტა იქნება უფრო რთული.

რაზეც საუბრობდა თქვენი პრეზიდენტი (პუტინი), განსხვავებით სხვებისგან და ხაზი გასუვა არაერთხელ, ესაა ის, რომ რუსეთი ამზადებს ასიმეტრიული დარტყმას," -განაცხადა კედმიმ რუსულ ტელეარხის ტოკ-შოუში დებატებისას.

ცნობისათვის: ასიმეტრიული ეწოდება ომს, როდესაც, მეომარი მხარეების სამხედრო ძალა, შეიარაღების დონე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

 

Rate this item
(0 votes)
Read 74 times