საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:08

ტრამპი სტალინის კვალდაკვალ - ეკონომიკური ომი მსოფლიოს

18-08-15 12:30:38 | Print

რუსეთის, ჩინეთის, კანადის, მექსიკის, ევროპის შემდეგ ტრამპმა ეკონომიკური ომი თურქეთსაც გამოუცხადა და მას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გაუზარდა.

ტრამპს არც თურქი კოლეგა დარჩენილა ვალში. ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ამერიკიდან ექსპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით, კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით.

სანქციებმა მნიშვნელოვნად გააუფასურა თურქული ლირა, რუსული რუბლი , რაც ქვეყნებს აიძულებს ურთიერთსავაჭრო,ეკონომიკურ ბრუნვაში აშშ-ის დოლარი საკუთარი ვალუტით ჩაანაცვლონ.

დოლარის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიღებული აქვს რუსეთს, ირანს, ჩინეთს და სავარაუდოდ ამ გზას გაიზიარებენ ბრიკს-ის წევრი ქვეყნები.

ფაქტობრივად, ტრამპი სტალინის 1950 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებას - საბჭოთა კავშირში დედოლარიზაციის შესახებ თავისებურად ახორციელებს. 

Rate this item
(0 votes)
Read 663 times