საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:37

ტრამპი მაკრონს ევროკავშირის დატოვებას სთავაზობდა

18-06-29 12:45:47 | Print

მგელს (პუტინს) მგლობას აბრალებდნენ და ტურა (ტრამპი) ქვეყანას აოხრებდა-ო, სწორედ ამაზეა  ნათქვამი.

"ვაშინგტონ პოსტის " ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ევროკავშირის დატოვების სანაცვლოდ შესაშურ წინადადებას სთავაზობდა.

ეს მოხდა აპრილის ბოლოს , მაკრონის აშშ-ში ვიზიტისას.

ტრამპს პირდაპირ , ღიად შეუთავაზებია მაკრონისთვის ევროკავშირის დატოვება .

- ' ვფიქრობ, ორმხრივი , პირდაპირი ამერიკულ-ფრანგული სავაჭრო კავშირები უფრო მომგებიანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის" - ბიზნესმენური ალღოთი  უთქვამს ტრამპს მაკრონისთვის. 

თეთრი სახლი აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ამავე თემაზე, სხვა გამოცემა "Axios" ცნობით , საუბრისას მაკრონს ორივე ქვეყნისთვის საერთო პრობლემად ჩინეთი დაუსახელებია.

ტრამპის აზრით კი სიტყვასიტყვით "ევროკავშირი უარესია , ვიდრე ჩინეთი, მეტად არასამართლიანია ამერიკა- ევროკავშირს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები, რაც ამერიკას წამგებიან პოზიციაში აყენებს".

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 239 times