საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:05

ავსტრია ქვეყანაში არსებულ 7 მეჩეთს ხურავს და 11 იმამს ქვეყნიდან აძევებს

18-06-09 20:21:08 | Print

თურქულ ნაციონალიზმთან და პოლიტიკურ ისლამიზმთან ბრძოლის ეგიდით ავსტრიის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ 7 მეჩეთს ხურავს და 11 იმამს (260-დან) ქვეყნიდან აძევებს.

ავსტრიის მთავრობა ასევე კრძალავს ქვეყანაში მოქმედ " არაბულ რელიგიურ საზოგადოებას", რომელიც ექვს მეჩეთს ხელმძღვანელობს და რომელიც თურქეთიდან ფინანსდება.

- "პარალელურ საზოგადოებებს, რადიკალურ ტენედეციებს და პოლიტიკურ ისლამს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს" , აცხადებს ავსტრიის პრემიერი სებასტიან კურცი.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კურცის გადაწყვეტილებას ისლამოფობურს,რასისტულს, დისკრიმინაციულს და პოლიტიკური ქულების დასაწერად გამიზნულ ქმედებას უწოდებს.

ცნობისათვის, ავსტრიის ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო კანონი, რითაც იკრძალება სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის რელიგიურის ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსება.

ავსტრიის გარდა თურქეთის ევროკავშირიში ინტეგრაციის წინააღმდეგია გერმანია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი.

Rate this item
(0 votes)
Read 530 times