საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:21

რუსეთს რომ მოენდომებინა უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა

18-06-07 10:50:18 | Print

რუსეთს რომ მოენდომებინა, უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

- „ყველა შემთხვევაში უნდა ვერიდოთ რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტს.

რუსეთმა რომ მოინდომოს, უკრაინას რამდენიმე დღეში დაიკავებს, მიუხედავად იმის, რომ ბოლო 3-4 წელიწადში უკრაინამ საკუთარი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად  გაზარდა“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნები მზად არიან „რუსული ტანკების მასირებული შეტევისთვის“, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავებაა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მეტისის თქმით კი, ნატო ურთიერთობის დარეგულირებისათვის არასდროს იტყვის უარს რუსეთთან დიალოგზე.

რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით ცვლილების შემთხვევაში ნატოს პასუხის გაცემა მოუწევს -დაამატა გენერალმა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 83 times