საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:38

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი: ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი,ეს ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია

18-05-23 22:59:50 | Print

ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი, - ასე გამოეხმაურა ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი ევროკავშირის მოთხოვნას ხაიფაში გამართული არაბების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

- „ეს ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია.

ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი.

ეს ის ევროკავშირია, რომელიც ირანს ეპირფერება და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამკლავებაში ეხმარება მას,

ირანი აწამებს ჰომოსექსუალებს, თელავს ქალების უფლებებს, მხარს უჭერს ტერორიზმს და ასადის რეჟიმს.

ნუთუ ახლა ევროკავშირმა ჩვენ აგვითვალწუნა?

ჩვენ კანონმორჩილი ქვეყანა ვართ და ჯაფარ ფარაჰის საქმეს პოლიცია იძიებს.

ყველაფერი ეს ცხადყოფს იმას თუ როგორი საძაგელი შეიძლება იყოს ევროკაშირი, " - განაცხადა იუვალ შტაინიცმა.

 

 19 მაისს, ხაიფაში ისრაელის მოქალაქე არაბებმა საპროტესტო აქცია გამართეს ღაზას სექტორთან მომხდარი შეტაკებების გამო.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯაფარ ფარაჰის თქმით, მას პოლიციელები თავს დაესხნენ და ფეხი მოტეხეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირმა ისრაელს სწრაფი გამოძიების ჩატარება მოსთხოვა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1340 times