საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:13

სირიამ უამრავი სისხლის ფასად გაუძლო დასავლურ წნეხს

18-04-14 14:36:32 | Print

სირიის და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის არსით დაინტერესებულთათვის.

რუსეთის დაინტერესება სირიით დღეს არ დაწყებულა.

სირიის პრეზიდენტმა ხაფეზა ალ ასადმა (1971-2000 წწ) , ჯერ კიდევ 1973 წელს თხოვნით მიმართა საბჭოთა კავშირს დასახმარებლად, რათა გამკლავებოდა ისრაელს, გაეძლიერებინა თავდაცვა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებს მოემზადებინა კადრები სირიის არმიისათვის, მიეწოდებინა ტექნიკა, შეიარაღება, იარაღი.

სირიელების თხოვნა გათვალისწინებულ იქნა.

სამხედრო სპეციალისტების (9 ათასი ადამიანი) გაგზავნის გარდა, სირიელი სამხედრო კადრების მოსამზადებლად, საბჭოეთმა 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო დანიშნულების ობიექტი ააშენა, რისთვისაც იქ მრავალი დარგის სპეციალისტი გაიგზავნა.

(სხვათაშორის, მათ შორის იყო თეიმურაზ მარგველაშვილი, დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტის მამა ოჯახით. გიორგისაც სირიაში არსებულ რუსულ სკოლაში მოუწია სწავლის გაგრძელება, თუმც ამ ფაქტს გაბოროტებული მალავს.)

↪️ ამერიკის დაზვერვის შეფი ალენ დალესი, თავის 1956 წლის 16 ნოემბრის № 36.7-56 მოხსენებაში სირიას გეოგრაფიული მდებარეობის გამო "განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას" ანიჭებდა ახლო აღმოსავლეთის საკონტროლებლად.

▶️ფაქტია, 1955 წელს სიირის პრეზიდენტმა შუქრი ალ კუატლიმ უარი განუცხადა ამერიკელებს საბჭოთა კავშირის წინაღმდეგ "ბაღდადის პაქტის ორგანიზაციის" წევრობაზე.

▶️სუეცის კრიზის დროს (1956-57 წწ.) სირიამ ეგვიპტის მსგავსად დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვიტა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან და უფრო მეტად გადაიხარა საბჭოთა კავშირისკენ.
არც, სირიის პრეზიდენტის დამხობის თემა არ არის ამერიკელებისთვის ახალი.

ჯერ კიდევ, 1957 წლის 24 სექტემბერს № 11-9-57 მოხსენებით ალდენ დალესი აშშ-ს ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებას და სირიის პრეზიდენტ შუქრი ალ კუატლის დ ა მ ხ ო ბ ა ს თხოვდა.

↪️იმჟამად განიხილებოდა კონფლიქტის ინსპირირების 4 სავარაუდო ვარიანტი:

1. ირანის შეჭრა სირიაში,დამოუკიდებლად ან იორდანიის და ლიბანის დამხარებით,
2. თურქეთის შეჭრა სირიაში, დამოუკიდებლად ან ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების დამხარებით,
3. ამერიკულ-ბრიტანული დამხარების აღმოჩენა სირიის ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგისათვის,
4. ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა თურქეთს, იმ შემთხვევაში თუ სსრკ ჩაებმებოდა კონფლიქტში.

▶️საინტერესოა, თავად კონფლიქტის ინსპირირება- პროვოკაციის დეტალები.

გეგმით, რომელიმე სახელმწიფოს უნდა მოეწყო სირიის საზღვართან „კაზუს ბელი“ , ანუ მსოფლიოსათვის უნდა მიეცა ომის წამოწყების რაიმე საბაბი.
განსაკუთრებით ხაზი ესმებოდა ფაქტს, რომ კონფლიქტი სსრკ-ს დისკრედიტაციის და ომში ჩათრევის საუკეთესო საშუალება იყო ‼️
თუმც, დალესი თვლიდა, რომ კოზირი ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვს რჩებოდა:

▶️კრემლში უნდა გადაწყვეტილიყო - ჩაებმებოდა თუ არა კონფლიქტში და დაიწყებოდა თუ არა ფართომასთაბიანი საბრძოლო მოქმედებებს.
▶️მეორეც, თუ კრემლის არ ჩაერთვებოდა საომარ პროცესში და მშვიდობისმყოფელის როლის თამაშს გადაწყვეტდა, მაინც მოგებული რჩებოდა.

დალესის 1957 წლის პოლიტიკური გათვლა ხუთი ათეული წლის შემდგომ აღარ ჭრის:

ირანი რუსეთის მოკავშირეა, თურქეთის ორმაგი თამაშით მოგებული მაინც რუსეთი რჩება, ამიტომაც აშშ-მ, როგორც ამას ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ტრამპი აცხადებს:

„ ამ და სხვა მიზნებისთვის მრავალი მილირდით დააფინანსა, ჩამოაყალიბა, გაწვრთნა, შეაიარაღა ტეროტისტული ორგანიზაცია სახელწოდებით "ისლმაური სახლემწიფო“ და ამ წარმონაქნის განადგურებას, მისი მიზნების გათელვას ვერ პატიობენ სწორედ პუტინს‼️

ისტორიას დავუბრუნდეთ:
1956 წელს სირიაში სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შეპილოვი ჩავიდა.
იმავე წლის სექტემბერში სირიის პრეზიდენტი მოსკოვს ეწვია. ამ წელს სსრკ-მ სირიას 70 მლნ აშშ $ სამხედრო დამხმარება გაუწია .
პირველი სამხედრო დამხმარება რაკეტსაწინნაღმდეგო თავდაცვის საშუალებების, ბრონეტქნიკის, არტილერიის სახით სირიამ- ჩეხოსლოვაკიიდან მიიღო.

მოლაპარაკებების საკითხებს უშუალოდ მარშალი ჟ უ კ ო ვ ი წყვეტდა.

↪️ 1960 წლიდან სირიის წინააღმდეგ აშშ-მ ისრაელი ჩართო.

სირიის, ეგვიპტის, ალჟირის მთელი შეიარაღება 1964-1973 წლებში სსრკ-დან მოდიოდა.

ეგვიპტის პრეზიდენტი, მარშალი მუჰამედ ანვარ ს ა დ ა თ ი , ორმაგ თამაშამდე საბჭოეთს ერთგულებას ეფიცებოდა და „საერთო არაბული სახელმწიფოს“ შექმნის იდეით გამოდიოდა.

1958-1961 წლებში სირია, ეგვიპტესთან ერთად ერთ სახელმწიფოს წარმოადგენდა და " არაბთა გაერთიანებულ სახელმწიფოდ" იწოდებოდა.

1966 წელს სირიის სათავეში გადატრიალების შედეგად გენერალი სალახამ ჯეჯიდი მოდის, რომელსაც ისრაელთან 6 დღიან ომში მარცხის შემდგომ, უსისხლო რევოლუციით სსრკ-ში განათლება მიღებული ალავიტი პოლკოვნილი ხ ა ფ ე ზ ა ს ა დ ი ცვლის.

ამავე დროს აშშ-დან მდიდრდება და იზრდება ისრაელის თავდაცვა.

▶️1967 წლის ომის დროს ისრაელს გააჩნდა- 254 საბრძოლო თვითმფრინავი,
1970 წელს- 354 ,
1973 წელს- 479.

მე-XX საუკუნის 70-იანი წლებისთვის ხმელთაშუაზღვის საბჭოთა მე-5 ფლოტი რეალურ საშიშროებას წამოადგენდა აშშ-ს მე-6 ფლოტისთის - 40 წყალზედა, 20 -წყალქვეშა და 9 სადესანტო -ამფიბია ხომალდით.

ამიტომაც ვერ გაბედეს ამერიკელებმა ახალი ომის წამოწყება 1975 წელს.

თუ, სსრკ-სგან ვარშავის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა დახმარება 420 მლნ $ აღწევდა, მხოლოდ ეგვიპტეს და სირიას 1973 წელს სსრკ- 4 მლრდ $, 1975-1979 წლებში -3,6 მლრდ $-ით დაეხმარა.

1973 წლის ოქტომბერში ისრაელმაც მიიღო ამერიკის კონგრესისგან 2,2 მილიარდის სამხედრო დახმარება.

1973 წლის 6-24 ოქტომებრს ისრაელი სირიას დაესხა.

საბრძოლო მოქედებებში სირიის მხარს იორდანია, ქუვეითი, მაროკო, ირანი და სამხედრო ინსტრუქტორების და რადიოელექტრონული ბრძოლის საავიაციო ესკადრილიის დონეზე სსრკ ჩაერთო.
ისრაელმა, მათივე შეფასებით 479 -დან 110 თვითმფრინავი დაკარგა. (200-ზე მეტს აცხადებდა სირია)

თუმც, ამ დროს ამერიკელებმა ბრძოლის ტაქტიკა და რეგიონში პოლიტიკური კლიმატი შეცვალეს.

1979 წლიდან ირანში რევოლუცია მოხდა.

ამერიკელებზე ორიენტირებული და მართვადი შაჰი მოჰამედ რეზა ფეხლევი -აიათოლა ჰომეინმა შეცვალა.

ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმა ქურთები, როგორც ერი ცნო, რამაც მის წინააღმდეგ განაწყო მთელი ახლო აღმოსავლეთი- სირია,ეგვიპტე, ირანი,თურქეთი.

ჰუსეინი ირანში შეიჭრა და ამერიკლების წაქეზებით ქიმიური ომი მოუწყო ირანელებს.

‼️ ამერიკულ-ებრაულმა ინტრიგებმა და ირან -ერაყის ომმა რეგიონი ორ ნაწილად დაყო:

სირია-ლიბანი-სამხრეთ იემენი დააპირისპირა ერაყი-იორდანია-საუდის არაბეთ- არაბთა გაერთიანებული ემირატებს.
80-იანი წლებიდან ამერიკულმა დაზვერვამ ახალ ხერხს მიმართა და შიდა ოპოზიციის შეიარაღება დაწიყო.

ტერორისტული ორგანიზაცია "ძმები მუსულმანები" რუსულ სამხედო ობიექტებს და შანაერთებს ესხმოდნენ თავს. 1982 წელს ტერორისტებმა ქალაქი ხამაც აიღეს, რის გათავისუფლების ოპერაციას 2.000 -მდე ადამიანი შეეწირა.
ამავე წელს ისრაელი ლიბანში შეიჭრა.

რათქმაუნდა ისრაელს ეხმარებოდა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.

სსრკ-მ, ანდროპოვის მეთაურობით, იმ დროს ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაუჭირა მხარი სირიის კონფლიქტში ჩართვას.
მაშინ, აშშ-მ საბჭოთა კავშირი ვერ წამოიკიდა ანკესზე .

1980 წლის ოქტომერში დამასკოში,  „სსრკ- სირიის მეგობრობის და თანამშრომლობის მეომორანდუმი“ გააფორმდა.

მემორანდუმის მესამე მუხლის თანამხად,
„თუ მესამე მხარე შეიჭრებოდა სიირის ტერიტორიაზე,ეს გამოწყვევდა სსრკ-ს კონფლიქტში ჩართვას“.

სსრკ-მ ალექსაანდრის სამხედრო საზღვაო ბაზა სირიულ პორტ ლატაკიაში გადაიტანა , სადაც 1981 წელს ჩატარდა კიდეც მასშტაბური სამხედრო წვრთნები- სწავლება „კავკასია 2“, რომლის ეგიდით საბჭოთა 8.000 -იანი კონტიგენტითა და "C-200" -ებით მთელი სირიის ცა დაიცვა.

„სწავლებაში“ მონაწილეობდა წყალზედა, წყალქვეშა ძალები და დესანტი. პირველად გამოიცადა ანტი სარაკეტო კომპლექსი „C- 200“ და გასაოცარი შედგები აჩვენა, რომელიც 250 კმ რადისუში ანადგურებდა ყველაფერს.
C- 200“ -ს „პრეზიდენტის იარაღი “შეარქვეს სირიელებმა.
სირიის ვიცე -პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ მას საბჭოთა დათვის თათი“ იცავდა.

1986 წელს, სსრკ-ს სათავეში „პერესტროიკის“ და საბჭოეთის დაშლა-განადგურების მოტივით დაბრძანებულმა გორბაჩოვმა მკვეთრად შეამცირა სირიის დახმარება.

1987 წლიდან, კი იგი მიწოდებული იარაღის თვითღირებულების გადახდას მოითხოვდა.
ელცინის ხელისუფლებამ, საერთოდაც 14,5 $ მილიარდად შეაფასა საბჭოეთის დახმარება და მოთხოვა სირიას მიწოდებული იარაღის ანაზღაურება.

სირიამ უამრავი სისხლის ფასად გაუძლო დასავლურ წნეხს.

2011 წლდიან დღემდე 480.000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 18.000 ბავშვი.

5,5 მილიონი ადამიანი დევნილად იქცა.

2005 წლიდან პუტინმა სირიას სსრკ-ს ყველა ვალი ჩამოაწერა.

სირიის დღევანდელი პრეზიდენტი, რომლის დამხობისათვისაც ასე დაჟინებით იღწვიან ამერიკელი „დემოკრატები“, ჰაფეზის მესამე შვილია.

ბაშარი პროფესიით ოფთალმოლოგია.

მან 1988 წელს, დამასკოს სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დასრულების შემდგომ, სწავლა დიდ ბრიტანეთში,ორდინატურაში გააგრძელა და იქ ფსევდონიმით ცხოვრობდა, რომ არავის გაეგო მისი წარმომავლობის შესახებ.

პრეზიდენტი ხაფეზი მემკვიდრედ უფროს შვილს -ბასილს ხედავდა, თუმც ბასილის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდგომ, 1994 წელს ბაშარს ბრიტანეთში სწავლის შეწყვეტა მოუწია, სამშობლოში დაბრუნდა და ჰომსის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა.

პრეზიდენტი ხაფეზი , რომელიც ქვეყანას 30 წელი მამაცურად მართავდა გულის უკმარისობით 2000 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა.

ვიცე -პრეზიდენტმა ჰადამმა ბაშარს გენერლის ჩინი მიანიჭა და არმიის მთავარსარდლად დანიშნა, პარლამენტმა კი საპრეზიდენტო ასაკი 40 წლიდან 34 წლამდე , სპეციალუირად ბაშარისთვის დაწია.

ბაშარი 2000 წლის 17 ივლისიდან სირიის პრეზიდენტია.

 

Rate this item
(0 votes)
Read 138 times