საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:14

ტრამპი- პუტინს : შევაჩეროთ შეიარაღებით შეჯიბრი? Stop the arms race ?

18-04-11 17:04:54 | Print

აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უკანასკნელი ორი საათის განმავლობაში  "ტვიტერის" საკუთარ კედელზე რუსეთთან ურთიერთობის თემაზე მესამე საჯარო განცხადებას აკეთებს.

ამჯერად, ის რუსეთს შეიარაღების შეჯიბრის შეჩერების წინადადებით მიმართავს.

ამით, ტრამპი კარტს ხსნის და ღიად აცხადებს, რომ  თეთრი სახლის ადმინისტრაციის აგრესიული მოქმედებები სირიაში, რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მიღწევების და შეიარაღებით შეიჯიბრის შედეგია .

- " ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უარესია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, "ცივი ომის" დროსაც კი.

ამის მიზეზი კი, არ არსებობს.

ჩვენ, რუსეთის ვჭირდებით -ეკონომიკის ასაღორძინებლად, რაც ჩვენთვის ძალიან ადვილი მისაღწევია.

ჩვენ, ყველა სახელმწიფომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ.

შევაჩეროთ შეიარაღებით შეჯიბრი?, " - მოუწოდებს ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას. 

აქვე, ტრამპი ახალ ტვიტში  რუსეთის მის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსურდულ "ჩარევას" ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთთან დღევანდელი ამღვრეული  ურთიერთობა დემოკრატების  ამ "საქმის ყალბი და კორუმპირებული გამოძიების" შედეგია.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1194 times