საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:13

SOS: ტრამპი სირიაში რუსეთს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდებს

18-04-11 16:24:46 | Print

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს სირიაში საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტი ამის შესახებ განცხადებას "ტვიტერის " საკუთარ გვერდზე აკეთებს:

- " რუსეთი გვპირდება, რომ სირიაში ჩვენს მიერ გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს.

მაშ, მოემზადე რუსეთო, რადგან ისინი მოვლენ- კარგები, ახლები და "ჭკვიანები".

არ ღირს ცხოველებთან თანამშრომლობა, რომლებიც ხოცავენ გაზით, ანადგურებენ საკუთარ მოსახლეობას და ტკბებიან ამით."

რუსეთის თავდაცვის უწყება სირიის სამოქალაქო თუ სამთავრობო დაწესებულებებისკენ გაშვებული ყველა რაკეტის და ამ რაკეტების გამშვები ხომალდების განადგურებით იმუქრება. 

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის აპრილში აშშ-მ სირიის სამხედრო ბაზა "შაირათის" მიმართულებით  100 მილიონ დოლარად შეფასებული 59 ამერიკული რაკეტა "ტომოგავკი" გაუშვა , საიდანაც მიზანს, მხოლოდ 23-მა მიაღწია. 

Rate this item
(0 votes)
Read 1070 times