საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:32

მსჯავრდებული სააკაშვილი: მე მაქვს მხოლოდ ერთი იდეა- ჩემი რეპუტაცია და ჩემი სიმართლე,მე ოლიგარქების საერთო სატკივარი ვარ

18-01-05 18:59:36 | Print

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა.

მოქმედმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სპეციაულური პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ  მათ ვერ მოვიძიეს პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარიყოს  დევნა.

საქმის  პროკურორის, ნადარეიშვილის თქმით, შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება - ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ უფლების და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად - არა ბოროტად, არა ანგარებით, არა სხვისთვის უპირატესობის ან საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღებისთვის, არა პოლიტიკური ნიუანსების გათვალისწინებით, არა დამნაშავეთათვის ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გახსნის ხელის შეშლისთვის, არა მართლმსაჯულების სათანადოდ აღუსრულებლობისთვის.

სწორედ ეს კომპლექსი, რაც მე ჩამოვთვალე, ერთობლივად განხორციელდა ამ შეწყალებით, რაც თავის დროზე დაადგინა სტრასბურგმა“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსჯავრდებულ სააკაშვილის თქმით მის წინააღმდეგ სამი ოლიგარქი გაერთიანდა:

- " ოლიგარქების გაერთიანება სახეზეა,  პირადად ჩემს წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ ასობით მილიონს სამ სხვადასხვა ქვეყანაში.

მე არ მაქვს არც ფული, არც იარაღი, არც არმია, არც დიდი ორგანიზაცია, მე მაქვს მხოლოდ ერთი იდეა- ჩემი რეპუტაცია და ჩემი სიმართლე.

მინდა ვუთხრა ივანიშვილს და პოროშენკოს და მათ მეგობარ პუტინს, მე მათი საერთო სატკივარი ვარ, ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა ქნათ, რა საქმეც არ უნდა შეთითხნოთ.

თქვენ არ იცით ბრძოლა პოლიტიკურ ველზე, რადგან თქვენ არ გიყვართ საკუთარი ხალხი.

მე კი მიყვარს ხალხი, მიყვარს უკრაინელი ხალხი, მიყვარს ქართველი ხალხი.

თქვენ გსურთ საკუთარი ოპონენტები მოიშოროთ როგორც პუტინმა ნავალნი, როგორც ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ მინისტრები, როგორც იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკო.

ყველა, ვისაც სურს ხელისუფების უზურპირება, იყენებს სამართლებრივ საფუძველს ამის განსახორციელებლად. თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ- პატიოსანი ადამიანები...

უნდა გავერთიანდეთ, რომ არ მივცეთ უფლება მათ ძარცვის და დამცირების.

მე ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი ვარ," განაცხადა სააკაშვილმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

 

Rate this item
(0 votes)
Read 794 times