საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:41

ევროკავშირი არის კატასტროფული ორგანიზაცია, რომელიც ევროპას კლავს, ის შიგნიდან უნდა დაინგრეს

17-12-17 20:23:47 | Print

"ევროკავშირი არის კატასტროფული ორგანიზაცია, რომელიც ევროპას კლავს” – ეს განცხადება საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა გააკეთა.

მარინ ლე პენი პრაღაში იმყოფება, სადაც ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები არიან შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

სიტყვით გამოსვლის დროს, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შიგნიდან უნდა დაინგრეს და ამისათვის ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ულტრამემარჯვენე ლიდერების მასპინძელი ჩეხეთის თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტიაა.

SPD-მ ჩეხეთში ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 11 % მოიპოვა. პარტია ცნობილია ანტიისლამური და ანტიიმიგრაციული იდეოლოგიით.

პრაღის კონფერენციას ესწრება ჰოლანდიის რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი.

ვილდერსმა ევროპაში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრაღაში შეკრებილმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უნდა იმუშაონ საკონტინენტთაშორისო თანამშრომლობის ახალ მოდელზე, რომელსაც ევროკავშირთან კავშირი არ ექნება, ევროპის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება ლტოლვილების საკითხზე, იმიგრაციის პოლიტიკაზე და დაიცავს ევროპელი ხალხის ინტერესებს.

Rate this item
(0 votes)
Read 1199 times