საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:40

პალესტინის საგარეო მინისტრი:პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ამერიკამ შუამავლის როლი ამოწურა,რუსეთის იმედი გვაქვს

17-12-09 21:33:19 | Print

ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დღითი-დღე პოზიციებს კარგავს.

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე გახდა, პალესტინელები აშშ-ს ნაცვლად პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ახალ შუამავალს მოძებნიან და სავარაუდოდ ეს რუსეთი იქნება,  - ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქიმ განაცხადა.

- “ამერიკამ საკუთარი თავი თვითონვე გამორიცხა. მას არ შეუძლია შუამავალი იყოს. ისინი კონფლიქტის მხარე გახდნენ, რაც სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავს”, - განაცხადა ალ-მალიქიმ.

მისი თქმით, აშშ ვეღარ იქნება იმ “ახლო აღმოსავლური ოთხეულის” წევრი, სადაც ასევე რუსეთი, ევროკავშირი და გაერო შედიან.

- “საჭიროა დარეგულირებისთვის ახალი საფუძვლები მოიძებნოს”, - აღნიშნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Rate this item
(0 votes)
Read 494 times