საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:24

სააკაშვილი შენობის სახურავზე ავიდა: გადმოვხტები, თავს მოვიკლავ, საქართველოში ვერ წამიყვანთ

17-12-05 11:19:01 | Print

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, - იუწყება უკრაინული სააგენტო LB.ua-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის ბინასთან იმყოფება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ასევე ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!“ - დაწერა მან.

დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

Rate this item
(0 votes)
Read 363 times