საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:28

კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ

17-11-21 14:17:04 | Print

ჩეჩნეთის ლიდერი სტალინის მიმართ  ხრუშოვის პოლიტიკას აგრძელებს . რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, ”რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქონ”.

ამის შესახებ მან სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- „რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ“, - აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, „ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს“.

 კადიროვის შურისძიება მიცვალებულის მიმართ  გასაგებია,  1944 წლის 23 თებერვლიდან -9 მარტამდე პერიოდი, სწორედ სტალინმა გამოსცა ბრძანება , რომელის შესრულებას პირადად ბერია ხელმძღვანელობდა და  500.000-დან 600.000- მდე ჩეჩენი და ინგუში ეროვნების საბჭოთა მოქალქე მშობლიური ადგილებდიან შუა აზიაში, ყაზახეთში გადაასახლა. 

ამავდროულად გაუქმებულ იქნა  ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

გადასახლების პირველ წელსვე 100.000-მდე ჩეჩენმა და 23.000-მდე ინგუშმა ვერ გაუძლო გაუსაძლის კლიმატურ პირობებს და გარდაიცვალა. 

რეპატრიაციის მიზეზად ისტორიკოსები ჩეჩნების და ინგუშების ანტისაბჭოთა და პროფაშისტურ განწყობილებას ასახლებენ.

ომის პერიოდში მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში 156-მდე  შეიარაღებული უკანონო ბანდ ფორმიერება მოქმედებდა. 

 

Rate this item
(0 votes)
Read 290 times