საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:28

ისრაელი რეგიონის ლიდერებს ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს: ISIS -ის შემდეგ ირანია

17-11-19 12:34:28 | Print

 „ისლამური სახელმწიფოს“ შემდეგ ირანია“ ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დაწერა და რეგიონის ლიდერებს ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

- „ანვარ სადატის ისრაელში ისტორიული ვიზიტიდან 40 წლის შემდეგ რეგიონის ლიდერებს მოვუწოდებ პრეზიდენტ სადატის ნაბიჯებს მიბაძონ და იერუსალიმში ჩამოვიდნენ, რათა ახალი ფურცელი გადავშალოთ არა მხოლოდ ისრაელისა და არაბული სამყაროს ურთიერთობების კუთხით, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით.

ახლო აღმოსავლეთს, როგორც არასოდეს, სჭირდება ზომიერი ქვეყნების კოალიცია ირანის წინააღმდეგ,  „ისლამური სახელმწიფოს“ შემდეგ ირანია, - აღნიშნა ავიგდორ ლიბერმანმა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 265 times