საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:25

ევროკავშირი დასუსტდა,ეს დასასრულის დასაწყისია

17-11-08 19:03:37 | Print

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ცივი წყალი გადაასხა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ირიბად უარი განუცხადა.

თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- ' ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში კრიზისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ბრექსიტი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოეყოს.

ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს წლებში იქნება რეალიზებული.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სინამდვილეში ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ძალიან დიდი დასუსტებაა.

თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ევროკავშირი შეიძლება შევიწროვდეს, დაპატარავდეს დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შედეგად და თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი.

იმიტომ, რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ ევროკავშირიდან გამოყოფა,"- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 

Rate this item
(0 votes)
Read 1405 times