საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:24

დონალდ ტრამპი: საიპოვი სიკვდილით უნდა დაისაჯოს

17-11-02 11:23:55 | Print

ზედემოკრატიული ქვეყნის ლიდერმა დონალდ ტრამპმა  ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ალბათ, ამერიკულად ეს არც გამოძიებაზე ზეწოლად და არც ამერიკული პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაითვლება.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

- „ნიუ-იორკის ტერაქტის შემრულებელი აღტაცებით ითხოვდა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ჩამოკიდებას.

მან რვა ადამიანი მოკლა, ხოლო 12 კი მძიმედ დაჭრა. მას სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებული საიფულო საიპოვის გუანტანამოს ბაზაზე გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც ტერაქტში ეჭვმიტანილები ჰყავთ მოთავსებული.

ორი დღის წინ, ნიუ-იორკში ტერაქტი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.

 სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ამერიკის 31 შტატში მოქმედებს და საერთო ჯამში 1431 ადამიანია დასჯილი, გუანტანამოს ციხის დახურვის პირობა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის წინამორბედმა დადო

Rate this item
(0 votes)
Read 87 times