საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:20

ახალი რუსული სამხედრო -საზღვაო ბაზა კასპიის ზღვაზე

17-10-09 20:19:55 | Print

რუსული გამოცემა "იზვესტიას" ინფორმაციით, "დაქცეულმა და დამშეულმა "რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კასპიის ზღვაზე ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ბაზის მეშვეობით, რუსეთს შეეძლება დამატებითი კონტროლი აწარმოოს ახლო აღმოსავლეთში და შუა აზიაში არსებულ სიტუაციაზე.

ბაზაზე კასპიის ფლოტის ყველა სარაკეტო გემი იქნება ბაზირებული.

როგრც "იზვესტია" წერს, ახალი ობიექტი აღჭურვილობის მიხედვით, არანაკლები იქნება ვიდრე შავ ზღვაზე, ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ ზღვებში არსებული ბაზებია.

პორტის გარდა, ბაზაზე საბრძოლო მასალის საწყობი, ჰოსპიტალი, ყაზარმები და ოფიცრების საცხოვრებლები იქნება.

დღესვე, კასპიის ზღვაში რუსეთის კასპიის ფლოტის ფართომასშტაბიანი წვრთნა დაიწყო, სადაც 20 ზე მეტი ხომალდი მონაწილეობს.

წვრთნებისას როგორც საარტილერიო, ისე საავიაციო გასროლას გამოიყენებენ საზღვაო და სახმელეთო მიზნების მიმართულებით.

Rate this item
(0 votes)
Read 2042 times