საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:49

რუსულ-სომხური არმია გაერთიანდა

17-10-05 17:09:18 | Print

სომხეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი არმიის შექმნის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეთანხმება და მისი დანართი რუსეთ-სომხეთის ერთობლივი არმიის დანიშნულებას, მისი ფორმირების წესებს, განლაგებასა და გამოყენებას განსაზღვრავს.

არმიის გაერთიანებული ფორმირების ძირითადი ფუნქციაა მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა კავკასიის რეგიონში.

გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სომხეთსა და რუსეთზე შეიარაღებული თავდასხმის დროული გამოვლენა და მასზე რეაგირება მოგერიების მიზნით, ორივე ქვეყნის სახმელეთო სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სომხეთისა და რუსეთის საჰაერო საზღვრების დაცვა და მონაწილე ქვეყნების რეგიონში განლაგებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მართვას ერთობლივი სარდლობა განახორციელებს.

შეთანხმება 5 წლის ვადით დაიდო და თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგი არ იქნება, ის მომდევნო ვადით ავტომატურად გაგრძელდება.

წყარო:  https://pia.ge/post/154560-somxetis-parlamentma-rusettan-ertoblivi-armiis-seqmnis-setanxmeba-daamtkica

Rate this item
(0 votes)
Read 3164 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო