საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:19

არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნეს, ტრამპს ხელისუფლებიდან ჩამოაშორებენ

17-08-02 23:34:44 | Print

კონგრესმა ტრამპი კუთხეში მიაყენა,  პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე, წინ გველის ახალი მცდელობები, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება, ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დონალდ ტრამპის მიერ იმ კანონპროექტზე ხელმოწერას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

 - „აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია.

პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო.

მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს.

მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოაჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა.

ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში.

პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე.

ახალი სასანქციო თემა პირველ რიგში ტრამპისთვის ადგილის მიჩენას ემსახურებოდა.

წინ ახალი მცდელობები იქნება, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება.

არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნეს.

ამავდროულად, ამერიკული ბიზნესის ინტერესები სრულად უგულველყოფილია“, - დაწერა  რუსეთის პრემიერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

Rate this item
(0 votes)
Read 1201 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო