საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:39

არ გვაინტერესებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუხტარლის საქმეზე

17-06-16 17:35:39 | Print

ქვეყანაში კონტრაბანდის შეტანის და საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლისთვის  წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის,  აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, - განცხადება  აღნიშნულის შესახებ  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა გააკეთა.

 მისი თქმით, ეს რეზოლუცია მიკერძოებული დოკუმენტია, რომელიც 20 წუთში მიიღეს და რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ცნობისათვის, გუშინ ევროპარლამენტმა კენჭი უყარა აზერბაიჯანელი ე.წ. ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციას.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები აზერბაიჯანის ხელისუფლებას  მოუწოდებენ აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხოლო საქართველოს ურჩევენ, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩაატარებისაკენ.

Rate this item
(0 votes)
Read 581 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო