საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:08

FBI -ის ექს შეფი: კიბერშეტევების უკან რუსეთის ხელისუფლება იდგა

17-06-08 22:37:00 | Print

ტრამპის გაპრეზიდენტებიტდან თითქმის ნახევარი წლის შემდგომ ამერიკაში დღემდე სჯერათ, რომ ქვეყანაში  ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ბედი რუსეთის სპეცსამსახურების ჰაკერებმა გადაწყვიტეს, რომლებმაც დემოკრატიული პარტიის კომპიუტერები გატეხეს და მასალები გაასაჯაროეს.

სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ტრამპის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI -ის  შეფი ჯეიმს კომის ამგვარი  მტკიცება სენატის დაზვერვის საგამოძიებო კომიტეტის ღია სხდომაზე, ქვეყნის  იმიჯის შემლახველი უფროა  ისეთი დიდი იმპერიისთვის, როგორც ამერიკაა, ვიდრე უბრალო ფაქტი, ოპონენტებს შორის საპრეზიდენტო ბრძოლის.

კომიმ ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთი მომავალშიც კვლავ შეეცდება ჩაერიოს და გავლენა იქონიოს ამერიკაში წარმართულ საარჩევნო პორცესებზე  და ამერიკას მოუწევს დაფიქრება არჩვენების პროცესის უსაფრთხოებაზე.

FBI-ის ყოფილი  შეფის თქმით, სწორედ პრეზიდენტი ტრამპი აიძულებდა მას შეეწყვიტა რუსული კვალის ძიება  და "შეშვებოდა" მთავარ ფიგურანტს ამ პროცესში გენერალ მაიკლ ფლინს,  ურჩობის გამო კი ტრამპმა იგი სამსახურიდან დაითხოვა. 

 

Rate this item
(0 votes)
Read 767 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო