საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:26

უკვე ბევრი აფხაზი ამბობს - აფხაზეთი საქართველოა

15-04-28 12:25:39 | Print

 -„დაცულად რომ ვგრძნობდეთ თავს, სახელსაც გეტყვით, გვარსაც და მისამართსაც, მაგრამ ახლა ვერ გავრისკავთ, შვილები გვყავს, ნათესავები და მათ საფრთხეს ვერ შევუქმნით“-ასე დაიწყო საუბარი ქალბატონმა „თბილისი-24“ -თან ,  რომელიც  ქართულ-აფხაზური დიდი ოჯახის აფხაზი დიასახლისია. ოჯახი სოხუმში ცხოვრობს, ამჟამად თბილისში ნათესავებთან სტუმრად არიან. სამი შვილიდან ორი მოსკოვში ცხოვრობს, ნაბოლარა კი მშობლებთან ერთად სოხუმში.

-„შვილები დავზარდეთ, შვილიშვილებიც მოგვესწრნენ, ჯანმრთელობას არ ვუჩივით, შემოსავალიც იმდენი გვაქვს, რომ შეგვიძლია ერთი თეფში საჭმელი სხვასაც ვუწილადოთ, თითქოს ბედნიერები და კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ გულს ლოდი ადევს და ეს ლოდი ქართველებთან ჩატეხილი ხიდია. სულს ქართველებთან სიახლოვე აკლია, თითქოს ჟანგბადი გვაქვს გადაკეტილი და ძალით ვსუნთქავთ“-თქვა ქალბატონმა და მისი სიტყვების ქართველებთან მიტანა ითხოვა.

-„ თქვენ რა გგონიათ, არ ნანობენ ახლა აფხაზები? რუსებს უნდათ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ, აფხაზი ერი ამაყი ერია და ვერ ეგუება საკუთარ სახლში სხვის ბატონობას.მას მერე, რაც ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, ქართველი და, წარმოიდგინეთ, აფხაზი ხალხის უმეტესი ნაწილი იმედით აივსო. მეგობარი მყავს, აშბა, სოხუმში ცხოვრობს და მან მითხრა, იქნებ, მართლა იყოს შესაძლებელი ახალი ურთიერთობების დაწყებაო. სწორედ მისგან ვიცი, რომ აფხაზების უმეტესი ნაწილი თავად ეძებს ქართველებთან მისასვლელ გზებს. მე, როგორც ერთი მოქალაქე აშკარად ვგრძნობ შერბილებას ურთიერთობებში.ადრე ვერ დაელაპარაკებოდი აფხაზებს, ქართველების გაგონება არ უნდოდათ. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ბოლო ხანებში თვითონ დამიკავშირდნენ და ისე მოგვნატრებია ერთმანეთი, წარსულ წყენაზე ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია. მერე კიდევ, იცით, რამდენი ახალი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა? ნუ გეწყინებათ, მაგრამ ჟურნალისტებიც უნდა აქტიურობდნენ ამ მხრივ, სულ ცუდ ამბავს რომ აშუქებთ, კარგიც გააშუქეთ, იქნებ, უფრო დადებითად იმოქმედოს საზოგადოებაზე.

ჩემო ძვირფასო ქართველებო, მე დედა ვარ და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ მოგიწოდოთ-ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში უნდა გაზრდილიყვნენ, მაგრამ...ხოდა, იქნებ შვილიშვილები მაინც გაიზარდონ ერთმანეთის გვერდით ერთმანეთის სიყვარულში. კარგი დაფიქრებაა საჭირო, ყველა სიტყვის აწონ-დაწონვა. მთავარია, ნდობა აღდგეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ; მთავარია, სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ ეს ყველაფერი და არა აგრესიის, მოწოდების და ბრძანების კილოთი. ხომ გითხარით, მე დამიბრუნდნენ მეგობრები, ასევე უნდა დაბრუნება ბევრ სხვასაც, მაგრამ ხალხს გვაცალონ. რა თქმა უნდა, რუსეთი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მასთანაც შეიძლება დალაპარაკება, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ მალე დადგება ეს დრო. აი, მერეა ყველაზე სათუთი პერიოდი. ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება, ძველის დავიწყება. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა დიდი როლი უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერში. მე მჯერა, რომ აფხაზური საზოგადოება უკვე ხედავს სიახლეებს. ვიცი, უკვე ბევრი აფხაზი ამბობს _ „აფხაზეთი საქართველოა“.

საუბრის დასასრულს ქალბატონმა წყენაშერეული ტონით მითხრა ის, რას სიმართლესთან ახლოს მდგომი მეჩვენა და მინდა ჩემი კოლეგების ყურამდეც მივიტანო:

-„სოხუმში მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც გექნებათ ნანახი. აი, ეს უნდა გაგეშუქებინათ, აი ეს ლოზუნგი უნდა დადებულიყო ყველა საინფორმაციო საშუალებებზე და ტელევიზიით. ეს პირველი ნაბიჯია, ეს არის ის ჩასაჭიდი ძაფის ბოლო, რომელსაც მაგრად უნდა მოვკიდოთ ხელი და ნელ-ნელა მივყვეთ ბოლომდე“.

 

Rate this item
(0 votes)
Read 83013 times