საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:29

ლარი დავარდა, დავარდა, საქმე წავიდა შავადა!

15-05-28 21:51:58 | Print

 ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა 20 მაისის ღამეს და დავრდომილ-დაჩაჩანაკებული ლარი ერთბაშად რვა პუნქტით რამ გაამყარა? ცხრამეტში, სამშაბათს, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.34 იყო, ოთხშაბათი გათენდა და, ჰოი, საოცრებავ — კურსი 2.26 გახდა. მართლაცდა, ძალიან საინტერესოა, რა უნდა მომხდარიყო ამ ერთი ღამის განმავლობაში და რით შეიძლება აიხსნას ლარის ასეთი უეცარი გამოჯანმრთელება?
 ოთხშაბათს საქართველოს სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც ლარის სამკურნალოდ სპეციალურად არიან მოწვეულები საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩამოვიდნენ ეს ჩვენი პატივცემული სტუმრები და აქამდე სულთმობრძავი და სასიკვდილოდ გადადებული ლარი უცებ მოკეთებუული და მოფერხორციანებული არ დახვდათ? რა მოხდა, ლარმა სსფ-ის ხათრით და რიდით გამოიხედა თვალში, რომ საწოლიდან წამომდგარიყო და საყვარელ სტუმარს ფეხზე დამდგარი დახვედროდა? როგორც ჩანს, შამანები არიან ეს სსფ-ის წარმომადგენლები, დაუძახებენ მთავარ შამანს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის, მის მოწაფეებს — ქადაგიძეს, ხაზარაძეს, გილაურს, შემოუსხდებიან კოცონს და იწყებენ შელოცვას.
 შელოცვა ორნაირია — ერთი დასასუსტებელი, მეორე — გასამყარებელი.— დიახ, ნამდვილად ასეა! შელოცვით და სხვა შამანურ-ჯადოქრული მეთოდებით ახერხებენ ამას, თორემ ლარის ასეთი დასუსტება-გამყარების ახსნა ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორებით შეუძლებელია! — ამტკიცებენ ექსპერტები. ოთხშაბათს, ეტყობა, გასამყარებელი ლოცვა შეულოცეს ამ უბედურ დღეს გაჩენილ ლარს შამანებმა და ისიც გამყარდა, თუმცა რად გინდა — გაივლის მცირე ხანი და ისევ დასასუსტებლისას შეულოცავენ და ისიც ჩამოჭკნება და ჩამოიღვენთება.
 აი, ასეთი შელოცვების წყალობით აკეთებენ ეს ავაზაკი შამანები მილიონებს და მილიარდებს, ხოლო მათ მიერ გაძარცვულ-გაღატაკებული საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო ღატაკდება და ღატაკდება. როგორც ჩანს, ეს შამანები მანამდე არ მოისვენებენ, სანამ ქართული პროლეტარიატის რვაასათასიანი არმია ქვასა და ჯოხს არ წამოავლებს ხელს და ამ შარაგზის ყაჩაღებს ძვალ-რბილს არ გაუერთიანებს.
 ერთი ხალხოსანი პოეტი ამ რამდენიმე წლის წინათ, როცა ლარს კრუნჩხვები დაეწყო, წერდა:
ლარი დავარდა, დავარდა,
საქმე წავიდა შავადა,
ნუ გეშინიათ, დავარდნას
ყოველთვის მოსდევს ავარდნა“.

  როგორც ვთქვით, შელოცვის გამო ხდება ასე — შეულოცავენ — დავარდება, შეულოცავენ — ავარდება, ჩვენ კი ვზივართ და პირდაღებულნი შევყურებთ ამ ჯადოქრობას.

"საერთო გაზეთი"

 

Rate this item
(0 votes)
Read 2325 times