საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:22

1 მილიარდიანი კაპიტალის ჩინური ბანკი პირდაპირ მთავრობას დაექვემდებარება

17-05-29 11:21:48 | Print

სააგენტო GBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური ბანკი, დაანონსებული $1 მილიარდიანი განცხადებული კაპიტალით, პირდაპირ მთავრობას დაექვემდებარება და საბანკო ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი.

საბანკო სექტორი მას კონკურენტად არ განიხილავს, სტანდარტული გაგებით, რადგანაც მის საქმიანობას კომერციული ბანკების შესახებ კანონი არ დაარეგულირებს.

ბანკი რამდენიმე წლის წინ დაანონსებული საფინანსო ინსტიტუტის კატეგორიაში გადის, რომელიც უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება.

იგულისხმება „საქართველოს განვითარების ბანკი“.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ინიციატორები რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევდნენ საფინანსო ინსტიტუტისთვის ბანკი დაერქმიათ, თუ კორპორაცია, ყველაზე კვალიფიციური CEO როგორ შეერჩიათ და შესაბამისი ანაზღაურებით როგორ დაეთანხმებინათ კადრი, რომლისთვისაც კერძო სექტორში მუშაობა ბევრად მიმზიდველია.

http://bfm.ge/?p=29670 

Rate this item
(0 votes)
Read 1201 times