საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:46

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება

17-05-14 18:52:47 | Print

საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა დღეს ჩინეთის ქალაქ პეკინში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.

ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება.

ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები.

- „ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ.

მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის მხრიდან მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარებისათვის.

http://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-1-miliardi-dolaris-kapitalis-mqone-chinuri-banki-gaixsneba/11534

 

Rate this item
(0 votes)
Read 620 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო