საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:59

ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს! პატივცემულო ხელისუფლებავ, თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ?

16-11-14 12:16:46 | Print

ლარი დღითი -დღე უფასურდება. მოსახლეობაში უკვე ხმები დადის, რომ მალე ელექტროენერგია და საწვავიც გაძვირდება.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი, დიელტანტი ხელისუფლება ლარის დევალვაციის მიზეზებს ხან სად ეძენს და ხან სად.
უბედურება ისაა, რომ ყოვლად აბსურდულ კომენტარს აკეთებს ყველა, ვისაც არ ეზარება... უფრო სწორედ ისინი , ვისაც საკუთარი სფეროსთვის ვერ მიუხედავს და ვერ მოუვლია.

კიდევ კარგი ლარის გაუფასურება განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ კომბლეს არ დაბრალა.

რაც მთავარია, "ქართული ოცნების" ფეისი, ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს საერთოდაც არ აკეთებს.

აქ, პრინციპულად არ მოგვყავს ციკნიჭამია მინისტრის ბოდვები, სხვაგვარად ვერაფერს დაარქმევ ხადურს განცხადებებს.

რაც მთავარია, ნუ გეშინიათ, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მათი ლიდერის გია ვოლ(ს)კის განცხადებით, ვითარების მძაფრად წარმოაჩენას ოპონენტები ცდილობენ და ლარის სტაბლიზაცია გარდაუვალია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება არც არჩევნებთან და არც ბიუჯეტთან კავშირში არ არის და ძირითადი ფაქტორები, რაც იწვევს ლარზე მოქმედებას შეცვლილი არ არის, ეს არანაირად არ არის კავშირში არც არჩევნებთან და არც ბიუჯეტთან..

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი(ე) ხუნდაძის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორებმა იმოქმედა.

აბა, მოუსმინეთ:

- „ ლარის კურსი მერყევია უკვე ბოლო პერიოდი. საგარეო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ გარკვეული როლი ითამაშა სწორედაც იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში იყო გარკვეულად დიდი თანხები გახარჯული. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ლარის გაუფასურება არის სახეზე, თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი“, - აღნიშნავს დიმიტრი(ე) ხუნდაძე.

ლარის დევალვაციას ეკონომიკასთან საერთოდ არ აქვს კავშირი-ო აცხადებს კომბლე მინისტრი ჯეჯელავა . მართალიცაა, სად ხედავთ აბა ეკონიმიკას?

- „ლარის კურსზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ეკონომიკური პროცესები. თავისუფალ მცოცავ კურსს ეს თავისებურება აქვს, რომ ის გარემოზე და ეკონომიკურ პროცესებზე ხან გამყარებით რეაგირებს და ხან დასუსტებით. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ლარის დასუსტებას მაკროეკონომიკური საფუძვლები არ აქვს, შესაბამისად, ეს არის ისევ მოლოდინების ამბავი, რომელიც მალე დარეგულირდება”, - ფ(ა)ლოსოფიურად მსჯელობს გა(უ)ნათლების მინისტრი.

ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით „პეჩატს არტყამს გლავნი ბანკირი" პრემიერი კვირიკაშვილი. თურმე, არც მეტი და არც ნაკლები ლარის გაუფასურება ქვეყანაში დადებითი პროცესებით ყოფილა განპირობებული!

ექსბანკირ კვირიკაშვილისვე თქმით , ლარის გაუფასურების რომ ერთ-ერთი მიზეზი იმპორტის რაოდენობის ზრდაა, რომლის კორექტირებაც, მისი თქმით, უკვე დაწყებულია.

ხედავთ რაში ყოფილა საქმე?

- “დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ე ქ ს პ ო რ ტ ი ვერ დაეწია ი მ პ ო რ ტ ს და ამის გამოა ის, რაც ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება.
უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება. რამდენიმე დღეში გვექნება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ახალი ნაბიჯების გახმოვანება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყნაში პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული,“ - განაცხადა მან .

 

P.S. ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს!

უჯიკე ბიჭო, უჯიკე...

ვაი, რომ შენ თავად საჯიკებელი ხარ!

რა გინდათ რომ ქნათ?!

Rate this item
(0 votes)
Read 2318 times